რუსთავის N 2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი
რუსთავის N 2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი
გახსნა/დახურვა
გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
დიაგნოსტიკური ცენტრი შეიქმნა რუსთავის #2 ბავშვთა პოლიკლინიკის ბაზაზე ქ.რუსთავის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არსებული ყველა პოლიკლინიკური სამსახურის ოპტიმიზაციით, 2006-2008 წლებში დაწესებულებას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და მოხდა სრული მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღება. დაწესებულებაში დასაქმებულია 90 სერთიფიცირებული ექიმი და 65 მედდა. 2007-2010 წლების განმავლობაში გადამზადდა 45 ექიმი და 30-ზე მეტი მედდა ოჯახის ექიმებად და ზოგადი პრაქტიკის მედდებად. ცენტრში მუშაობს 27 სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი, ფუნქციონირებს უახლოესი აპარატურით აღჭურვილი რადიოლოგიური განყოფილება, სხვადასხვა ფუნქციონალური დიაგნოსტიკის კაბინეტი, თანამედროვე კლინიკო-ბიოქიმიური ლაბორატორია. დაწესებულება ქვემო ქართლში ევროსტანდარტების დონის პირველადი ჯანდაცვის ცენტრია.
კომენტარები