Meds.ge » კლინიკები » ციტო ბეიბი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ციტო ბეიბი

მდებარეობა
map pin თბილისი, ფალიაშვილის ქ. 40
$ENTRY_TITLE$
ციტო ბეიბი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

1997ნათია შავდიამ დააფუძნა „ციტო“ – პირველი კლინიკური ლაბორატორია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით და რეგიონში პირველად, საქართველოში შემოიტანა მსოფლიო ლიდერი ბიოტექნოლოგიური ფირმის „bioMerieux“ მიერ წარმოებული პროდუქცია: თანამედროვე ანალიზატორები, ულტრა სენსიტიური და სპეციფიური ტესტ-სისტემები.

2001წელი

დაარსდა სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ ბიბლიოთეკა. გამოიცა სახელმძღვანელო „კლინიკური ბაქტერიოლოგია“ ექიმებისა და ლაბორატორიული მედიცინის წარმომადგენლებისათვის კლინიკურ ბაქტერიოლოგიაში ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის მარიკა კერესელიძის ავტორობით.

დაარსდა „ციტოს“ შვილობილი კომპანია „პრიმა მედი“ – ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმის „bioMerieux“-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში.

2005 წელი

სამედიცინო ცენტრი „ციტო“ პირველი კლინიკური ლაბორატორიაა, რომელსაც მიენიჭა ხარისხის მართვის საერთშორისო სერტიფიკატი ISO9001- 2000 ბიურო ვერიტაზის (Bureau Veritas) მიერ. 2008 (ISO 9001-2008), 2011 და 2014 წლებში „ციტომ“ გაიარა რესერტიფიცირების პროცესი.

2006 წელი

სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა მიკრობიოლოგიური ტესტირების ლაბორატორია – შპს „CITO2“, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს კვების პროდუქტების, წყლის, ფარმაცევტული და კოსმეტიკური ნაწარმის მიკრობიოლოგიურ ტესტირებას.

2009 წელი

სამედიცინო ცენტრმა „ციტომ“ შეიცვალა ადგილმდებაროება (მის: ფალიაშვილის ქ. #40) და გარდაიქმნა პოლიპროფილურ, დასავლური ტიპის დღის ამბულატორიად, ე.წ. Outpatient clinic-ად.

2010 წელი

გაიხსნა სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ პედიატრიული ცენტრი „ციტო ბეიბი“.

2012 წელი

სამედიცინო ცენტრის ბაზაზე გაიხსნა „ციტო კონსალტინგ ჯგუფი“ – კლინიკური ლაბორატორიების საკონსულტაციო სამსახური (აკრედიტაცია-სერტიფიცირების საკითხებში).

შეიქმნა საინფორმაციო სამსახური „ციტო ნიუსი“ – ლაბორატორიული მედიცინის სიახლეები, ახალი ლაბორატორიული ტესტები და ტექნოლოგიები, მათი გამოყენების აქტუალობა და მნიშვნელობა კლინიკურ პრაქტიკაში.

გაიხსნა სატელიტი ასაღები პუნქტები საქართველოს დიდ ქალაქებში: სენაკი და ზუგდიდი.

2013 წელი

სატელიტი ასაღები პუნქტები გაიხსნა ქ. გორში, ქ. ხაშურში და ქ. ბათუმში.

2014 წელი

განახლდა ტექნოლოგიური ბაზა კლინიკური იმუნოლოგიის დაპარტამენტში VIDAS PC– ფრანგული ბიოტექნოლოგიური ფირმა „bioMerieux” 80-მდე პარამეტრის განსაზღვრის შესაძლებლობა იმუნოლოგიურ და იმუნოქიმიურ მიმართულებას.

2016 წელი

განახლდა ტექნოლოგიური ბაზა, კლინიკური ბაქტერიული დეპარტამენტი Bact/Alert ® 3D ფრანგული ფირმის „bioMerieux”.

კომენტარები

user avatar servisebi.ge