Meds.ge » კლინიკები » თერაპიის სახლი ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

თერაპიის სახლი ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი

მდებარეობა
map pin თბილისი, გურამიშვილის გამზირი N 72
$ENTRY_TITLE$
თერაპიის სახლი ქართულ-გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
ქართულ - გერმანული ინტეგრაციული მედიცინის ცენტრი.
ჰოლისტიკური მკურნალობა - კლასიკური და ალტერნატიული მედიცინის მიღწევების გაერთიანება
"თერაპიის სახლში" მკურნალობა ეფუძნება ანთროპოსოფიულ მედიცინას, რომელიც კლასიკური მედიცინის სულის მეცნიერების საფუძველზე განვრცობას წარმოადგენს. ანთროპოსოფია შემეცნების გზაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოგვცა ავსტრიელმა მეცნიერმა, ფილოსოფიისა და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა რ. შტაინერმა. ის სამყაროს, ადამიანს და მისი ქმედების ყველა სფეროს შეისწავლის და აცოცხლებს სულიერი იმპულსით.
ანთროპოსოფიულად განვრცობილი მედიცინის ამოსავალი არის ის, რომ დედამიწა, ბუნება და ადამიანი უძველეს წარსულში ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. განვითარების საერთო გზაზე თანდათანობით მოხდა მინერალების, მცენარეების და ცხოველების ამ მთლიანობიდან გამოყოფა, ისე, რომ დღეს ადამიანის წინაშეა ბუნების სამყარო. ადამიანში მიმდინარე ავადმყოფობის ყოველი პროცესი მსგავსია ბუნებაში მიმდინარე ტიპიური პროცესისა. თერაპიული ხელოვნების არსია წამლის გამოყენებით ამ ორი მონათესავე პროცესის ერთმანეთთან დაკავშირება. ბუნების ყველა საუფლოს კი შემორჩა თავისი უძველესი მიმართება ადამიანთან. ამიტომაც ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალებები მზადდება მინერალური, მცენარეული და ცხოველური სამყაროდან მოპოვებული სუბსტანციებიდან.
მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა ანთროპოსოფიულ მედიცინაში გამოიყენება არამედიკამენტოზური დამხმარე თერაპიები. თერაპიის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს „სამკურნალო ევრითმია“ – ეს მოძრაობის თერაპიაა, რაც სასიცოცხლო პროცესებზე მოქმედებს, აღძრავს თვითგანკურნების ძალებს და ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.
შემდეგი დამხმარე მეთოდებია:
ხელოვნებით თერაპია;
პლასტიკური ფორმირება, ფერში, გრაფიკაში მუშაობა;
მუსიკით თერაპია;
მეტყველებით თერაპია.
კომპლექსურ მკურნალობაში მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ფიზიოთერაპიული ღონისძიებები: რიტმული შეზელვა, რიტმული მასაჟი, ზეთის დისპერსიული აბაზანები და სხვა გარეგანი პროცედურები. მკურნალობის ეს მეთოდი ორიენტირებულია მთლიან ადამიანზე, რომელიც წარმოადგენს განუმეორებელ ინდივიდუალურობას თავისი ბიოგრაფიით და სოციალური კავშირებით. პაციენტის ირგვლივ შეკრებილი თერაპიული ერთობა ეხმარება მას ჯანმრთელობის აღდგენაში და ჯერ კიდევ გამოუყენებელი შესაძლებლობების განხორციელებაში.
ანთროპოსოფიული მედიცინა ევროპაში 1920 წლიდან დღემდე 13 ქვეყანაში ხორციელდება (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია ესპანეთი, ირლანდია, ინგლისი, იტალია ჰოლანდია, პორტუგალია, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია. გარდა ევროპისა ანთროპოსოფიული მედიცინა ხორციელდება: აშშ, კანადა, სამხრეთ ამერიკა, ბრაზილია, არგენტინა, პერუ, ჩილე, ავსტრალია და სხვა).
ანთროპოსოფიული წამლები გამოიყენება ავსტრიის, გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიის, შვეციის, შვეიცარიის დიდი ბრიტანეთის კლინიკებში. ყოველწლიურად 6 მილიონი პაციენტი იტარებს ანთროპოსოფიული მეთოდით მკურნალობას გერმანიაში. ანთროპოსოფიული მედიცინის საფუძვლები ისწავლება გერმანიის, შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.

კომენტარები

user avatar servisebi.ge