Meds.ge » კლინიკები » ესთეტიკ სერვისი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ესთეტიკ სერვისი

მდებარეობა
map pin თბილისი, კოსტავას ქ.67
$ENTRY_TITLE$
ესთეტიკ სერვისი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

კლინიკა "ესთეტიკ სერვისი" 2007 წელს, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ დაფუძნდა.

უახლესი აპარატურით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული კლინიკა, პაციენტებს უმაღლესი დონის ეფექტურ და უსაფრთხო მომსახურებას სთავაზობს.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის დიდი სპექტრი:

  • პლასტიკური ქირურგია;
  • კოსმეტიკური პროცედურების მრავალსახეობა;
  • რეაბილიტაციის ცენტრი (აკვა აერობიკა, აერობიკა, სატრენაჟორო დარბაზი, საუნა.);
  • სამკურნალო და გასახდომი მასაჟის ფართო არჩევანი (ხელით, აპარატურული);
  • სახისა და სხეულის  ინექციური და/ან აპარატურული მეთოდით         გაახლგაზრდავება;
  • ლაზერული ეპილაცია ( ალექსანდრიტის ლაზერი; დიოდი.);
  • სოლარიუმი.

"ესთეტიკ სერვისი"  მსოფლიოს იმ თერთმეტ კლინიკათა შორისაა, სადაც სხეულის კონტურული პლასტიკა  დრენაჟების გარეშე კეთდება, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს სარეაბილიტაციო დროს. ქირურგიული სამსახური პაციენტებს პლასტიკური ქირურგიის მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს.

ჩვენი გამოცდილი დერმატო–კოსმეტოლოგები და ექიმი ლაზერო–თერაპევტები მუდმივად გადიან სტაჟირებას უცხოეთის წამყვან კლინიკებში, რათა ქართველი პაციენტებისთვიაც ხელმისაწვდომი გახდეს კოსმეტოლოგიური პროცედურების უახლესი, უმტკივნეულო და უსაფრთხო საერთაშორისო სტანდარტების მეთოდები.

"ესთეტიკ სერვისი"–ს სარეაბილიტაციო ცენტრით სარგებლობა  წარმატებული ქალბატონების ცხოვრების წესად არის ქცეული, სადაც დაცულია ყველა ის უსაფრთხოება და ჰიგიენა, რაც  მსოფლიოს მაღალი დონის სარეაბილიტაციო ცენტრებშია წარმოდგენილი. რაც მთავარია ჩვენი სარეაბილიტაციო ცენტრი მხოლოდ ქალბატონებისათვის არის განკუთვნილი!!!

კომენტარები

user avatar servisebi.ge