Meds.ge » კლინიკები » ახალი N2 სამშობიარო სახლი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ახალი N2 სამშობიარო სახლი

მდებარეობა
map pin თბილისი, ლორთქიფანიძის ქ.13
$ENTRY_TITLE$
ახალი N2 სამშობიარო სახლი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
ახალი #2 სამშობიარო სახლი თანამედროვე სტანდარტების კლინიკა. ქუთაისი, ლორთქიფანიძის ქუჩა №13
ახალი N2 სამშობიარო სახლი მდებარეობს იმერეთში ქალაქ ქუთაისში ლორთქიფანიძის N13 -ში.მისი მშენებლობა დასრულდა და ფუნქციონირება დაიწყო 03.03 2013 წელს. ახალი შენობა თამედროვე სამედიცინო სტანდარტებისა და პროფესიონალი მედპერსონალით გამორჩეული სამშობიარო კლინიკაა. შენობის პირველ სართულზე განთავსებულია მისაღები, რენდგენის ოთახი, დღის სტაციონარი; მე-2 სართულზე ფუნქციონირებს პოლიკლინიკა,ქალთა კონსულტაცია და მაღალი სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე გერმანული უახლესი აპარატურით. მესამე სართულზე სამენაო განყოფილება.
სამშობიარო სახლი დაკომპლექტებულია პროფესიონალი მეან - გინეკოლოგებით, ოჯახის ექიმით, თერაპევტით, კარდიოლოგით, ენდოკრინოლოგით, რეპროდუქტოლოგით, ოტოლარინგოლოგით, ოკულისტით, დერმატოვენეროლოგით, სტომატოლოგით, ნევროპათოლოგით, უროლოგით და თერაპევთ-ჰომეოპატით. აქ გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და სეკეისრო კვეთისა კეთდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციები როგორიცაა (საშვილოსნოს ვაგინალური ექსტირპაცია ,ასევე საშოს კედლების გამო წინა და უკანა კოლპორაფია ბადეების იმპლატაციით,ლევატორო პლასტიკით და საშოს ტაკვის გამოვარდნის გამო ფიქსაცია საკრალურ იოგებთან.)
კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. სამშობიარო სახლი პაციენტებს ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოსა და პირობებს სთავაზობს.
კლინიკაში შესაძლებელია ჩაიტაროთ სხვადასხვა სახის გამოკვლევები: ექოსკოპია, რენდგენიგინეკოლოგიურ-სამეანო, ჩიყვი, სარძევე ჯირკვლები. ანალიზები: კლინიკური, ბიოქიმიური, ვირუსული. ორსულობის მეთვალყურეობა. კოლპოსკოპია (საშვილოსნოს ყელის დათვალიერება ესპანური ფერადი ვიდეოკოლპოსკოპიით და საჭიროემისამებრ პრობლემების აღმოფხვრა).
საშვილონოს ყელის წყლულებისა და კიბოსწინარე დაავადებების მკურნალობა უმტკივნეულოდ, მაღალი სიხშირის რადიოტალღებით, ამერიკული წარმოების აპარატი- სურგიტრონი, მკურნალობა ოზონოთერაპიის თერაპიის მეთოდით.
კლინიკის ხელმძღვანელი: ირაკლი მერკვილაძე

კომენტარები

user avatar servisebi.ge