Meds.ge » კლინიკები » მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი

მდებარეობა
map pin თელავი, ალადაშვილის ქ. 6
$ENTRY_TITLE$
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა" დაარსდა 2006 წელს, პროფესორ ავთანდილ ყამბარაშვილის მიერ. ის იყო ერთ-ერთი პირველი კერძო კლინიკა საქართველოში, რომლის ძირითადი პროდუქტი სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება იყო.

 

დაახლოებით 15 წლის განმავლობაში ჩვენი კლინიკა გაიზარდა, როგორც მასშტაბით, ასევე ბევრი ახალი სერვისის დამატებით, გახდა მრავალპროფილური, აღიჭურვა ულტრათანამედროვე აპარატურით.

 

ამჟამად კლინიკაში ფუნქციონირებს: სამეანო-გინეკოლოგიური, ზოგადქირურგიული, ტრავმატოლოგიური, უროლოგიური, სისხლძარღვთა ქირურგიული, ნეიროქირურგიული, კარდიოლოგიური, რეანიმაციული განყოფილებები, ასევე ქალთა კონსულტაციის, ოჯახის ექიმის, მანუალური თერაპიის და კოსმეტოლოგიური კაბინეტები. ჩვენი კლინიკა არის "კუზანოვის კლინიკის" და "in vitro"-ს რეგიონალური ფილიალი კახეთში.

 

"ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა" 2017 წლიდან არის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა და მონაწილეობს რეზიდენტთა მომზადების პროგრამაში.

 

"ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკა" აგრძლებს ტრადიციას , ავითარებს კლინიკის დაფუძნების წინაპირობას და დღესაც მისი მიზანია: პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევა, ზრუნვა მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი სისტემის მეშვეობით.

 

ჩვენი კლინიკის გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალთა გუნდის შეთანხმებული, მულტიდისციპლინური მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.   

ჩვენი პრიორიტეტია მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია პაციენტის პატივისცემაზე, მის მოთხოვნილებებსა და არჩევანზე. 

 

წლების განმავლობაში შეძენილი მრავალი გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი ფასდაუდებელი ჯილდოა ჩვენთვნის!

კომენტარები

user avatar servisebi.ge