კლინიკა-ლჯ
კლინიკა-ლჯ
გახსნა/დახურვა
გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
კლინიკა "ლ.ჯ" დაარსდა ქუთაისში 2003 წლის 27 სექტემბერს. დამაარსებლებმა საფუძვლიანად იზრუნეს იმაზე, რომ კლინიკის პრიორიტეტი გამხდარიყო თანამედროვე აპარატურის გამოყენებით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურება.
"ლ.ჯ"-მ აქტიური ფუნქციონირება 2004 წლიდან დაიწყო და მალე მიაღწია წარმატებებს მედიცინის სხადასხვა დარგში. 10 წლიანმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ შემოთავაზებულ მომსახურებაზე მოთხოვნა განუხრელად იზრდება.
კლინიკაში მუშაობს 152 თანამშრომელი, მათ შორის 58 ექიმი, 2 მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და 1 პროფესორი, კლინიკის 15 ექიმი არის სხვადასხვა პროფესიონალური ასოციაციის წევრი და მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო კონგრესებში და კონფერენციებში, რაც ხელს უწყობს კლინიკის ექიმების პროფესიულ ზრდას.
კლინიკაში ჩატარებულია და მიმდინარეობს მულტიცენტრული კლინიკური კვლევები: კარდიოლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, ნეფროლოგიაში, სადაც პაციენტებს საშუალება ეძლევა უფასოდ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების მიერ გამოშვებული უახლესი მედიკამენტების მიღება. სულ კვლევებში "კლინიკა-ლჯ"-ში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა პაციენტმა და მათმა მკურნალობამ და ლაბორატორიულმა კვლევებმა საუკეთესო შეფასება მიიღო.
კლინიკა თანამშრომლობს ყველა სადაზღვევო კომპანიასთან და არის 4 ქართული და 1 უცხოური სადაზღვევო კომპანიის პროვაიდერი რეგიონში.
კლინიკა დამფუძნებელია ,,საქართველოს ექიმთა კლუბის“ დიდი ბრიტანეთის ექიმებთან ერთად. აქტიურად თანამშრომლობს ქართულ-გერმანულ და ქუთაისი-ნიუპორტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო საზოგადოებასთან.
საქართველოს ექიმთა ასოციაციამ, საქართველოს დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტომ და სადაზღვევო კომპანია "არდი ჯგუფმა" 2013 წელს ნომინაციაში "ყველაზე მოწესრიგებული კლინიკა" "კლინიკა-ლჯ" დაასახელა. კლინიკის მიზანს, მკურნალობის საუკეთესო ხარისხის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა წარმოადგენს. ჩვენ 10 წელია პატიოსნად ვემსახურებით პაციენტებს (მათ შორის საზღვარგარეთიდან) და მუდმივად ვიმაღლებთ კვალიფიკაციას. მუდმივად ვართ განვითარების და თანამედროვე აპარატურით აღჭურვის გზაზე. კლინიკაში იზრდებიან ახალგაზრდა სპეციალისტები და მკვლევარები. ინერგება მკურნალობის ახალი მეთოდები.
კარდიოლოგიის დეპარტამენტი
ოფთალმოლოგიის დეპარტამენტი
ქირურგიული დეპარტამენტი
ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური დეპარტამენტი
დიაგნოსტიკური დეპარტამენტი
ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი
რეამინიმაციული დეპრატმენტი
კომენტარები