Meds.ge » კლინიკები » კუზანოვის კლინიკა
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

კუზანოვის კლინიკა

მდებარეობა
map pin თბილისი, პეკინის გამზ #5
$ENTRY_TITLE$
კუზანოვის კლინიკა
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ
90-ანი წლების დასაწყისიდან, პროფ. ი. კუზანოვის ხელმძღვანელობით, შეიქმნა საქართველოში ერთ ერთი პირველი კერძო კლინიკა, სადაც ტარდებოდა ესთეტიკური ოპერაციები: საქართველოში პირველი ტუმინესჩენტური და ულტრაბგერითი ლიპოსაქცია, ძუძუს აუგმენტაცია, როგორც აუტოქსოვილებით, ისე სილიკონის იმპლანტებით, პირველად საქართველოში დაიწყო რინოპლასტიკის ჩატარება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, აგრეთვე დაინერგა რინოპლასტიკის ღია მეთოდი.
პრაქტიკაში ფართოდ დაინერგა ისეთი ოპერაციები, როგორიცაა აბდომინოპლასტიკა, ბოდილიფტინგი, მკერდის რედუქცია და ლიფტინგი, სახის კანის დაჭიმვა (ფეისლიფტინგი), როგორც კან-ცხიმოვანი, ისე SMAS-ლიფტინგი, ბლეფაროპლასტიკა, ტუჩების აუგმენტაცია.
2000 წლიდან, პროფ. ი. კუზანოვისა და მ. მ. დ. გ. კუზანოვის ხელმძღვანელობით, კლინიკაში გამოიყენება ადამიანის სახის და ტანის კონტურული კორექციის მცირე ინვაზიური ჩარევები, აგრეთვე ნაოჭების მცირეინვაზიური კორექციები, ფუნქციონირებს კოსმეტოლოგიური სამსახური და ლაზერული კაბინეტი, რაც იძლევა პაციენტების მაქსიმალურად მცირე ვადაში რეაბილიტაციისა და ისეთი გართულებების მკურნალობის საშუალებას, როგორიცაა კელოიდური ნაწიბურები.
2004 წლიდან, კლინიკაში, პროფ ი. კუზანოვის და მ. მ. დ. ნ. გვახარიას მიერ, დაინერგა ბარიატრიული ქირურგია (სიმსუქნის მკურნალობა), რაც გულისხმობს ისეთ ჩარევებს, როგორიცაა კუჭის ინტრაგასტრალური ბალონირება რეგულირებადი რგოლით, გასტროშუნტირება, ბილიოპანკრეატული შუნტირება.
2007 წლიდან, კლინიკაში, პროფ. ი. კუზანოვის და გ. ძაგნიძის ხელმძღვანელობით, სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეებით დაავადებული ქალების სამკურნალოდ, ჩამოყალიბდა ონკო-მამოლოგიური სამსახური. ავადმყოფებს, მასტექტომიის შემდეგ, ერთ მომენტად ან გადავადებულად უტარდებათ ძუძუს რეკონსტრუქციული ოპერაციები.
კლინიკის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია კლინიკის თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება. კლინიკის თანამშრომლები გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს მსოფლიოს წამყვან კლინიკებში (ცენტრებში), მონაწილეობას ღებულობენ მასტერ-კლასებში. ჩვენი ექიმები წარმატებით გამოდიან საერთაშორისო კონგრესებზე.
კლინიკაში ტარდება ოპერაციის შემდგომი შედეგების ხანგრძვლივი დაკვირვება და მათი საფუძვლიანი ანალიზი, რაც იძლევა ოპარაციულ ტექნიკაში ცვლილებების შეტანის და თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ოპერაციული მეთოდიკის შერჩევის საშუალებას. თითოეულ პაციენთან ექიმებს აქვთ ინდივიდუალური მიდგომა.
კლინიკა ასევე წარმოადგენს სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზას. პროფ. ი. კუზანოვის ხელმძღვანელობით აღიზარდა 18 რეკონსტრუქციულ-პლასტიკური ქირურგი, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს წამყვანი პლასტიკური ქირურგები არიან, მაგრამ საუკეთესო ქირურგები ჩვენს კლინიკაში დარჩნენ.

კომენტარები

user avatar servisebi.ge