Meds.ge » კლინიკები » ბათუმის რეფერალური საავადმყოფო
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ბათუმის რეფერალური საავადმყოფო

მდებარეობა
map pin ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 125
$ENTRY_TITLE$
ბათუმის რეფერალური საავადმყოფო
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი „ევექსის ჰოსპიტლებში“ შემავალი, აჭარის რეგიონის მთავარი ჰოსპიტალია, რომელიც მრავალპროფილურ სრულ სამედიცინო სერვისს სთავაზობს რეგიონის მოსახლეობას. აღნიშნული ჰოსპიტალი რეფერირების სახით ემსახურება ხულოს, ქედასა და შუახევების ჰოსპიტალებს.
 

ყოველთვიურად, ჰოსპიტალი 1,000–მდე სტაციონარულ და 3,000-ზე მეტ ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება. ტარდება ურთულესი ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის ოპერაციები სანაღვლე გზებზე და ღვიძლზე, ტრანსპლანტაციის ჩათვლით. სტაციონარში 24 სთ-ის განმავლობაში, უწყვეტად ფუნქციონირებს, როგორც დიაგნოსტიკური მიმართულება და სამედიცნო სერვისი, ასევე გადაუდებელი დახმარების (ER) ერთადერთი ლიცენზირებული განყოფილება მთელს აჭარაში. 

გადაუდებელი მედიცინის განყოფილება ხელს უწყობს კრიტიკული პაციენტების მართვისას დროული და მიზნობრივი სამედიცინო სერვისების მიწოდებას.

პირველად საქართველოში ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში ქართველი და უცხოელი ექიმების გუნდის მიერ წარმატებით დაინერგა და ვითარდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის სერვისი, რომელიც ფარავს როგორც საქართველოს, ისე ამიერკავკასიის რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნებს. 

ჰოსპიტალში ფუნქციონირებს სრული კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისი, რაც ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა უკმარისობით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას რეგიონის მასშტაბით.

კომენტარები

user avatar servisebi.ge