Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ჰიდრონეფროზი

ჰიდრონეფროზი

420

ჰიდრონეფროზი არის დაავადება, რომლის დროსაც ერთი ან ორივე თირკმელი გაიჭიმება და შესივდება მასში შარდის დაგროვების გამო.

ეს მდგომარეობა შეიძლება დაემართოს ნებისმიერი ასაკის ადამიანს და ზოგჯერ ორსულობის დროს, რუტინული ულტრაბგერითი გამოკვლევების დროს, შემჩნეულია ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვებში, მუცლადყოფნის პერიოდში (ეს ცნობილია, როგორც ანტენატალური ჰიდრონეფროზი).

ჰიდრონეფროზი, ზოგადად არ იწვევს გრძელ ვადიან პრობლემებს, თუ მისი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დროულად მოხერხდა. ბავშვებს კი მკურნალობა შეიძება საერთოდ არ დასჭირდეთ. თუმცა, ამ მდგომარეობამ შეიძლება გაზარდოს საშარდე გზების ინფექციების განვითარების რისკი. მკურნალობის გარეშე დატოვებულმა მძიმე შემთხვევებმა კი შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის დანაწევრება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თიტკმლის ფუნქციის დაკარგვა (თირკმლის უკმარისობა).

ჰიდრონეფროზი ბავშვებში

ჰიდრონეფროზი უფრო და უფრო ხშირად ვლინდება ნაყოფში, დაბადებამდე, ორსულობისას ულტრაბგერითი სკანირების საშუალებით. ეს მდგომარეობა ანტენატალური ჰიდრონეფროზის სახელითაა ცნობილი და გვხვდება ორსულობის დაახლოებით 1%-ში.

მშობლისთვის რთულია იმის მოსმენა, რომ ბავშვს თირკმელებთან დაკავშირებით პრობლემა აქვს. თუმცა, უმეტეს შემთხვევებში ჰიდრონეფროზი არაა დაკავშირებული სერიოზულ პრობლემებთან, და ის არ იმოქმედებს ორსულობის შედეგებზე.

ხუთიდან ოთხ შემთხვევაში ჰიდრონეფროზი თავისით განიკურნება დაბადებამდე, ან დაბადების შემდეგ მალევე. დანარჩენ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების გამოყენება, რადგან დაგროვილ შარდში შესაძლოა გავრცელდნენ ბაქტერიები, ან ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო იქნება ქირურგიული ჩარევა.

ნიშნები და სიმპტომები

ჰიდრონეფროზი ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს. თუმცა მათი არსებობის შემთხვევაში, ისინი შეიძლება სწრაფად განვითარდეს, რამდენიმე საათის განმავლობაში, ან განვითარდეს ნელა, ეტაპობრივად, რამდენიმე კვირის, ან თვის განმავლობაში.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ტკივილს ზურგზე ან გვერდზე - ეს შეიძლება იყოს უეცარი და ძლიერი, ან ყრუ, მოვლითი ტკივილი, რომელიც დროთა განმავლობაში ვლინდება; ტკივილი შეიძლება გაუარესდეს დიდი რაოდენობით სასმელის დალევის შემდეგ
  • საშარდე გზების ინფექციების სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა (სიცხე) 38C ან მეტი, ციება და გულისრევის შეგრძნება ან გულისრევა
  • სისხლი შარდში
  • ჩვეულებრივზე უფრო იშვიათად მოშარდვა, ან შარდვისას, შარდის გამოდინების უფრო ნაკლები ნაკადი
  • მძიმე შემთხვევებში, თიტკმლების შესამჩნევი შეშუპება.

აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ განგივითარდათ ძლიერი, ან მუდმივი ტკივილი ზურგზე ან გვერდზე, გაქვთ საშარდე გზების ინფექციების სიმპტომები, ან თუ შეამჩნევთ შარდვის სიხშირის ცვლილებას. თირკმელების შესაოწმებლად, ექიმმა შეიძლება მიგმართოთ ულტრაბგერით გამოკვლევაზე.

ბავშვებში ჰიდრონეფროზი, ჩვეულებრივ არ იწვევს სიმპტომებს, მაგრამ აუცილებლად, შეძლებისდაგვარად სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს რჩევისთვის, თუ ბავშვს განუვითარდება საშარდე ტრაქტის ინფექციების ნიშნები (ბავშვებში), როგორიცაა მაგალითად მაღალი ტეპერატურა (სიცხე).

ჰიდრონეფროზის გამომწვევი მიზეზები

ორსულობის დროს დიაგნოზირებული ჰიდრონეფროზი, როგორც წესი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. ეს გამოწვეულია, ორსულობის გვიანდელ ფაზებში, ბავშვის მიერ შარდის წარმოქმნის მომატებულ რაოდენობასთან.

უფრო მძიმე შემთხვევებში, ეს შეიძლება გამოიწვიოს თირკმლიდან შარდის ბუშტში შარდის ჩადენის დაბლოკვამ, შარდის უკუმიმართულებით დინებამ (შარდის ბუშტიდან თირკმელ(ებ)ში), ან შარდის ბუშტიდან გარეთ გამოსასვლელი სადინარის დაბლოკვამ.

მოზრდილებში, ჰიდრონეფროზს ხშირად იწვევს:

  • კენჭები თირკმელში
  • ორსულობა
  • მამაკაცებში პროსტატის შესიება
  • შარდსაწვეთების (ურეტერების - მილები, რომლებიც აერთებენ თირკმელებს და შარდის ბუშტს) შევიწროება, დაზიანების, ინფექციის ან ქირურგიული ოპერაციის შედეგად
  • ზოგიერთი სახეობის კიბო, მათ შორის თირკმლის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, პროსტატის სიმსივნე ან საკვერცხეების სიმსივნე.

ჰიდრონეფროზის მკურნალობა

ჰიდრონეფროზის დროს, მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე და თუ რამდენად მძიმედ არის მდგომარეობა გამოხატული. ორსულ ქალებს და პარატა ბავშვებს მკურნალობა შეიძლება საერთოდ არ დასჭირდეთ.

უფროსებში, პირველადი მკურნალობა მოიცავს თირკმლიდან შარდის ჩამოდენას, შარდის ბუშტში ან თირკმელში კათეტერის ჩადგმით. ეს მოაცილებს ზეწოლას თირკმელებზე.

როდესაც ეს ზეწოლა მოიხსნება, საჭირო იქნება თანმდევი დაავადების მკურნალობაც, რამაც გამოიწვია ეს მდგომარეობა. შესაბამისად მკურნალობა დამოკიდებული იქნება მის გამომწვევ მიზეზზე. მაგალითად:

  • თუ მდგომარეობა გამოწვეულია თირკმლის კენჭებით, საჭირო იქნება მათი ქირურგიული გზით მოშორება, ან ხმოვანი ტალღების მეშვეობით დაშლა
  • გადიდებული პროსტატის ჯირკვალი შეიძლება განიკურნოს წამლების ან ქირურგიული ოპერაციის საშუალებით
  • შარდსაწვეთების დაბლოკილი ადგილები შეიძლება გაიხსნას ქირურგიული გზით, როდესაც მასში ჩადგამენ მცირე ზომის მილაკს (სტენტს)
  • სიიმსივნის მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ქიმიოთერაპიის და რადიოთერაპიის კომბინაციით ან ქირურგიული ოპერაციით

კომენტარის დამატება