Meds.ge » კლინიკები » ჯანმრთელობის სახლი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ჯანმრთელობის სახლი

მდებარეობა
map pin თბილისი, წინანდალის ქ.9
$ENTRY_TITLE$
ჯანმრთელობის სახლი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

„ჯანმრთელობის სახლი“ დღეს მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2000 წელს დაარსდა, როგორც ერთ-ერთ პირველი კერძო სამშობიარო. მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახლავთ მედიცინის დოქტორი, პროფესორი ამირან ქორიძე.

2015 წლიდან ჯანმრთელობის სახლს დაემატა სტაციონარული განყოფილება და კლინიკა მრავალპროფილური გახდა.

ჩვენი სამედიცინო პერსონალის უმაღლესი პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება მკურნალობაში საშუალებას იძლევა პაციენტს გაეწიოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი მკურნალობა.

უმაღლესი სამედიცინო კომპეტენცია, თანამედროვე ტექნოლოგიები ურთიერთდაკავშირებული და განუყოფელი ორი მოცემულობაა, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს პაციენტებს. ეს საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ მაღალი ხარისხი, თანამედროვე სტანდარტები, გაუმჯობესებული მკურნალობის მეთოდიკა. ჩვენი პრიორიტეტია კმაყოფილი პაციენტი და მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი, კლინიკის სამედიცინო მომსახურების პოლიტიკა უზრუნველყოფს წარმატებულ შედეგს.

ჩვენთვის პაციენტის ჯანმრთელობა უპირველესია. ჩვენ ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ თითოეული მათგანის ინდივიდუალური საჭიროება, შევუქმნათ სრულყოფილი პირობები სტაციონარში ყოფნის დროს.

კლინიკის ყველა სამსახური შეთანხმებულად მუშაობს მკურნალობის სასურველი შედეგის მისაღებად.

„ჯანმრთელობის სახლის“ სამშობიაროს სტაციონარული განყოფილებები – სამშობიარო, ოპერაციული გინეკოლოგია, ქირურგიული –განკუთვნილია მხოლოდ ქალებისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს შევუქმნათ პაციენტებს სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიური კლიმატი: ერთსაწოლიანი პალატები, ინდივიდუალური სანიტარული კვანძებითა და კომუნიკაციის ყველა საშულებით, სრული უზრუნველყოფა მედიკამენტებით, პირადი მოხმარების საგნებით, სამჯერადი კვებით, უმაღლესი დონის კომფორტს ქმნის. სამშობიარო ბლოკი, ახალშობილთა პალატა, საოპერაციო ბლოკები, ინტენსიური თერაპიის პალატა, აღჭურვილია უცხოური წარმოების თანამედროვე აპარატურით. წარმატებით ტარდება ყველა სახის გინეკოლოგიური ოპერაციები როგორც ტრადიციული, ისე ლაპარასკოპიული მეთოდით: საშოსა და მუცლის წინა კედლის პლასტიკა, ოპერაციები სარძევე ჯირკვალზე

კომენტარები

user avatar servisebi.ge