ჟორდანიას კლინიკა
ჟორდანიას კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ, წამყვან სპეციალიზირებულ სამედიცინო ცენტრს ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული მედიცინისა და გინეკოლოგიის მიმართულებით. კლინიკაში დანერგილი მკურნალობისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევების, მრავალწლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე მეთოდების სინთეზი, უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის გარანტიას იძლევა. პროფესიონალ ექიმთა გუნდი, თითოეულ პაციენტს აწვდის ხარისხიან სამედიცინო სერვისებს მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტებისა და პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომების გათვალისწინებით.
განახლებული ჟორდანიას კლინიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
მეან-გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია – ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობა, საოფისე გინეკოლოგია, ენდოსკოპიური ქირურგია, ბავშვთა გინეკოლოგია, გენეტიკა, მამოლოგია, დერმატოლოგია, სრულყოფილი ლაბორატორიული გამოკვლევები, გენეტიკური კვლევები.
აქ დანერგილია უნაყოფობის ანუ უშვილობის მკურნალობის უსაფრთხო, ეფექტური და წარმატებული, თანამედროვე მეთოდები ემბრიოლოგებისა და ექიმების მაღალკვალიფიციური გუნდის მონაწილეობითა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებით:
საშვილოსნოსშიდა ინსემინაცია, ინ ვიტრო განაყოფიერება, ემბრიონის პრეიმპლანტაციური გენეტიკური სკრინინგი და დიაგნოზი.
ინ ვიტრო განაყოფიერება, კვერცხუჯრედის დონორის, სპერმის დონორისა და სუროგატი დედის მონაწილეობით, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე.
საკვერცხეების მედიკამენტოზური სტიმულაცია საერთაშორისო პროტოკოლების შესაბამისად, გართულებების რისკის მინიმუმამდე დაყვანის და ეფექტური მკურნალობის მიზნით, რასაც მივყავართ სასურველ ორსულობამდე.
კლინიკაში შესაძლებელია:
- ქალისა და მამაკაცის უნაყოფობის ეფექტური მკურნალობა მიუხედავად სირთულისა და განმაპირობებელი მიზეზისა.
- ქალისა და მამაკაცის სასქესო და რეპროდუქციული ორგანოების განვითარების მანკების დიაგნოსტიკა, გენეტიკოსისა და ბავშვთა გინეკოლოგის ერთობლივი მონაწილეობით.
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მკურნალობა მოზარდებში და მათი ინფორმირებულობა ამ საკითხებთან დაკავშირებით.
- ქალის ქირურგიული მკურნალობა ზუსტი დიაგნოზის დასმისა და მისი რეპროდუქციული ასაკის გათვალისწინებით, ფერტილობის ანუ რეპროდუქციული ფუნქციის მაქსიმალური შენარჩუნების მიზნით.
- ინვაზიური გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ანესთეზიის, ანალგეზიისა და ხშირად სპეციალური მომზადების გარეშე.
- დიდი ქირურგიული ჩარევის თავიდან აცილება ბევრად უფრო ატრავმული მიკროქირურგიული მეთოდით, საოფისე ჰისტეროსკოპიის პირობებში.
- მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უნაყოფობის სრულყოფილი დიაგნოსტირება და მათი მიზანმიმართული მკურნალობა.
- ფერტილობის შენარჩუნება, ონკოლოგიურ პაციენტებში, სპერმისა და კვერცხუჯრერდების გაყინვა.
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა, პუბერტატული, რეპროდუქციული, პერიმენოპაუზალური და მოპაუზალური ასაკის ქალებში.
- კლიმაქტერული პერიოდისა და პოსტმენოპაუზალური პერიოდის დარღვევები.
- მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი და არანთებითი დაავადებების მკურნალობა.
- საკვერცხეების პოლიკისტოზისა და აკნეს მკურნალობის თანამადროვე მეთოდები.
- ენდომეტრიოზთან, როგორც უნაყოფობის ერთ-ერთ მიზეზთან ბრძოლა, პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით, საკვერცხის რეზერვისა და ქალის ასაკის გათვალისწინებით.
- ძუძუს პათოლოგიების დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მამოლოგის კონსულტაციები.
- ფიზიოლოგიური და ასევე მაღალი რისკის მქონე ორსულების მეთვალყურეობა, უშვილობის, ჩვეული აბორტისა და სხვა სომატური დაავადებების ანამნეზით.
- ორსულების პრენატალური გენეტიკური დიაგნოსტიკა, სრულყოფილი ულტრაბგეერითი დიაგნისტიკა ნაყოფის განვითარების ანომალიის ადრეულ ვადაზე გამოვლენის მიზნით.
- საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების დიაგნოსტიკა -კოლპოსკოპია, კობოსწინარე მდგომარეობების დროული გამოვლენა და მკურნალობა: დამიზნებითი ბიოფსია, საშვილოსნოს ყელის კონიზაცია, სასქესო ორგანოების პოლიპების, კონდილომების მკურნალობა.
- საშვილოსნოს ანომალიების დროული დიაგნოსტიკა საოფისე ჰისტეროსკოპიის გამოყენებით.
- კომპლექსური პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება, გენეტიკოსის კონსულტაცია, ორსულობის დაგეგმვა.
- ულტრაბგერითი კვლევების ჩატარება თანმედროვე ულტრაბგერითი აპარატების გამოყენებით.
- კონტრაცეფციის მეთოდის ინდივიდუალური შერჩევა. ჩვეული აბორტის დიაგნოსტიკა და პრევენცია პაცინეტისადმი ინდივიდუალური და ამავდროულად კომპლექსური მიდგომებით.
კომენტარები