Meds.ge » კლინიკები » ალერგია XXI საუკუნე
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

ალერგია XXI საუკუნე

მდებარეობა
map pin თბილისი, ქავთარაძის ქ. 21 ა
$ENTRY_TITLE$
ალერგია XXI საუკუნე
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

კლინიკა ფუნქციონირებს 2001 წლიდან. ცენტრში მიიღებიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. პაციენტებს  ემსახურებიან მაღალკვალიფიციური  ალერგოლოგები  და  პედიატრები.

პაციენტთა  მკურნალობა წარმოებს როგორც ალერგიული, ასევე არაალერგიული პათოლოგიის გათვალიწინებით. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. ტარდება ყველანაირი პროფილის ალერგოდიაგნოსტიკა. აერო (ჰაერში არსებული), კვებითი, კონტაქტური, წამლისმიერი, ქიმიური ნივთიერებით გამოწვეული და სხვა.

ცენტრში დიდი ყურადღება ექცევა ფსევდოალერგიული (ცრუალერგიული) რეაქციების დიაგნოსტიკას, რაც გამოწვეულია სხვა ალერგიული დაავადებების თანაარსებობით. წარმოებს ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკა, მონიტორინგი და მკურნალობა.

ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს ფრანგულ და გერმანულ კომპანიებთან. დანერგილია 244  ალერგენის  დიაგნოსტიკა  მოლეკულურ  დონეზე.       (მონაწილეობს ავსტრია -იტალიური ლაბორატორიები).

მკურნალობა  უტარდებათ  ალერგიული სურდო, პოლინოზი, ბრონქული ასთმა. ჭინჭრის ციება,

ანგიონერვოზული შეშუპება, ატოპური დერმატიტი, კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული გამოვლინება კუჭ-ნაჭლავის პათოლოგიით და სხვა დაავადებულ პაციენტებს.

ცენტრის  ხელმძღვანელია ირინა  მიმინოშვილი. ალერგოლოგ-იმუნოლოგი. მედიცინის დოქტორი

კომენტარები

user avatar servisebi.ge