როგორ გავხადოთ გაღვიძება უფრო ადვილი?
რა უნდა გააკეთოთ რომ დილით ადრე ადგომა გაგიადვილდეთ?
1. ლანჩის დროს გაისეირნეთ.
საერთოდ, შეეცადეთ გარეთ მეტი დრო გაატაროთ. ეს საშუალებას მოგცემთ ღამით კარგად გამოიძინოთ და დილით ადრე გაღვიძება ნაკლებად მტკივნეული იქნება.
2. დილის ვარჯიშები საღამოს გააკეთეთ.
განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში. საღამოს ვარჯიშებიც საკმაოდ ეფექტურია.
3. არ უყუროთ ტელევიზორს საღამოს 8 საათის შემდეგ.
ტელევიზორის ლურჯი ნათება თრგუნავს მელატონინის წარმოებას და დაძინება გაგიჭირდებათ.
4. აანთეთ არომატული სანთლები დაძინებამდე.
ისინი დამამშვიდებელ ეთერზეთებს შეიცავენ, რომლებიც სწრაფად ჩაძინებაში და კარგად გამოძინებაში დაგეხმარებათ.
5. საკუთარ თავს გემრიელ საუზმეს დაპირდით.
ნუ შეჭამთ დაწოლის წინ. გაიღვიძეთ ადრეთ და გემრიელად ისაუზმეთ. ასე დილით უფრო მადიანად შეექცევით საჭმელს და დილის საუზმეც უფრო სასიამოვნო რიტუალი გახდება.
6. როგორც კი ძილი მოგერევათ, დაწექით.
არა უშავს, თუ 8-ზე ან 9-ზე მოგინდათ დაძინება. დამატებით რამდენიმე საათი ძილი ნამდვილად სასარგებლო იქნება თქვენი ორგანიზმისთვის.
7. შეეცადეთ ყოველთვის ღია გქონდეთ საძინებლის ფანჯარა.
ძილის დროს ბევრი კარბონ დიოქსიდი გამოიყოფა. ჯანსაღი ძილისთვის კი სუფთა ჰაერია საჭირო.
8. დადეთ თქვენი მაღვიძარა საწოლიდან მოშორებით
თუ თქვენ ხმას გაიგებთ და გაგეღვიძებათ, შეგიძლიათ გვერდით ოთახშიც დადგათ.
9. გაიღვიძეთ თქვენი საყვარელი მუსიკით.
დაივიწყეთ მაღვიძარას უსიამოვნო ხმები, რომლებიც მოულოდნელად გაღვიძებთ და გული ცუდად გიხდებათ.
10. თუ სასიამოვნო საქმე გექნებათ გასაკეთებელი, ადგომა უფრო გაგიადვილდებათ.
ეს ყველაზე ბუნებრივი გზაა მარტივად ადრე გაღვიძებისთვის.
11. თუ დილით ჯერ კიდევ ბნელა, სინათლე რაც შეიძლება სწრაფად აანთეთ.
სიბნელეში მელატონინი გამოიყოფა, რომელიც ძილს გგვრით.
12. საუზმემდე ერთი ჭიქა წყალი დალიეთ.
ეს მარტივი და ეფექტური ხრიკია. ასე თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა საკვების მისაღებად მოემზადება.
13. გააღეთ ფანჯარა და ღრმად შეისუნთქეთ.
თუნდაც გარეთ ძალიან ციოდეს. ეს მთვლემარე მდგომარეობიდან გამოგიყვანთ და სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.
კომენტარის დამატება