ტარტეფედრელ ნ / tartefedrel N / Tartephedreel® N
შემადგენლობა
10 გ (10.5 მლ) შეიცავს: Kalium stibyltartaricum D4, Atropa Belladonna D4, Natrium sulfuricum D4, Arsenicum jodatum D6 - Sesabamisad 1 g. Blatta orientalis D6, Lobelia inflata D4, Cephaelis Ipecacuanha D4, Naphatalinum D6, Anisum stellatum D3 - შესაბამისად 0.5 g. Ethanol 43 vol%.
ჩვენებები
ბრონქიტი - განსაკუთრებით, ასთმური ხასიათის; ბრონქიალური ასთმა, გახანგრძლივებული ხველა; ხველა სკროფულოზურ ბავშვებში; ბრონქების და ხორხის კატარი, ყივანახველას სხვადასხვა ფორმები; პრეპარატი ნაჩვენებია სასუნთქი გზების კატარალური დაავადებებისას.
მიღების წესები და დოზები
ჩვეულებრივ - 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, მწვავე მდგომარეობისას -10 წვეთი ყოველ 15 წუთში ერთხელ, არა უმეტეს 2 საათისა.
გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია.
უკუჩვენება
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
განსაკუთრებული მითითებები
Tartephedreel N ინიშნება სასუნთქი გზების ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა ლარინგიტი, ტრაქეიტი; მოცემული პრეპარატი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება პნევმონიის თერაპიისას, ტუბერკულოზური და პლევრიტული ხველისას, ასევე სხვადასხვა ლორწოვანი გარსის კატარებისას (კუჭის, ნაწლავების, სარდსასქესო ორგანოების);
ლორწოვანი გარსის კატარი ხელს უწყობს დეზინტოქსიკაციას; ის გამოყოფს გრიპის ვირუსს ანთების მეშვეობით. ამიტომ კატარი კი არ უნდა ჩავახშოთ, არამედ ხელი შევუწყოთ და დავაჩქაროთ, რათა აღმოვფხვრათ ინტოქსიკაცია, მაგ., ბრონქიალური ასთმისას. მოცემული პრეპარატის კომპონენტები ახდენს ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედებას, იწვევს დეზინტოქსიკაციას და ჰომოტოქსინების გამოდევნას, რაც განსაზღვრავს ამ პრეპარატის ეფექტურობას.
ბრონქიალური ასთმისას რეკომენდებულია თერაპიის შემდეგი სქემა:
Husteel - 8 და 16 საათზე 5-8 წვეთი;
Tartephedreel N-10 და 18 საათზე 5-8 წვეთი;
ანდა ორივე პრეპარატი ინიშნება ერთად 2-4-6-ჯერ დღეში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.
შენახვის პირობები და ვადები
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი)დაიხუროს გამოყენებისთანავე.
აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ
კომენტარის დამატება