Meds.ge » ყველა წამალი » გასტრიკუმეელი / gastrikumeeli / GASTRICUMEEL®

გასტრიკუმეელი / gastrikumeeli / GASTRICUMEEL®

56

შემადგენლობა

ინფორმაცია პაციენტებისათვის: ფირმა “ბიოლოგიშე ჰეილმიტელ ჰეელ გმბჰ-ის” პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე. 

1 ტაბლეტი შეიცავს: Argentum nitricum D6, Arsenicum album D6 - 30 მგ თითოეული, Pulsatilla D4, Nux vomica D4, Carbo vegetabilis D6, Antimonium crudum D6 - 60 მგ თითოეული.

ჩვენებები
მწვავე და ქრონიკული გასტრიტი (ნორმალური და მომატებული მჟავიანობით); გულძმარვა, მეტეორიზმი; როგორც დამხმარე საშუალება - გასტროკარდიალური სიმპტომოკომპლექსის, სპაზმების, ღვიძლის დაავადების, ქოლანგიტების, სპასტიური ყაბზობის, დისპეფსიის დროს.

მიღების წესები და დოზები
დოზირება: ჩვეულებრივ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, მწვავე მდგომარეობისას 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.
გამოყენების წესი: ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე ენის ქვეშ დადებით სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.

უკუჩვენება
არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები
დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტით

კომენტარის დამატება