Meds.ge » ყველა წამალი » ჰევერტ პულმო / hevert pulmo / HEVERT PULMO

ჰევერტ პულმო / hevert pulmo / HEVERT PULMO

89

შემადგენლობა

ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ინგრედიენტები:
დროსერა ტრ. დ3 - 100 მგ
გრინდელია რუბოსტა ტრ. დ4 - 10 მგ
კალიუმის იოდატი ტრ. დ3 - 20 მგ
ნაფტალინი ტრ. დ6 - 20 მგ
სპონგია ტრ. დ4 - 20 მგ
სტიქტა ტრ. დ3 - 20მგ
ტეუკრიუმ სკოროდინა ტრ. დ3 - 20 მგ
ქერიფქლა ტრ. დ1 - 20 მგ
იერბა სანტა ტრიტ. დ1 - 20 მგ
დანხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა მონოჰიდრატი,ხორბლის სახამებელი,მაგნიუმის სტეარატი
აღწერა: მრგვალი,ორმხრივ ამობურცული, ღია ყვითელი – რუხი ფერის ტაბლეტებია, სპეციფიური სუნის გარეშე.

ჩვენებები
ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ანთება : 
ბრონქიტი(ბრონქების ანთება), პნევმონია( ფილტევების ანთება),ბრონქოპნევმონია, ლარინგოტრაქეიტი, ტარქეიტი(ტრახეას ანთება), რინიტი,სინუსიტი, ლარინგიტი(ხორხის ანთება).

მიღების წესები და დოზები
თუ ექიმისგან არა არის გამოწერილი,იმ შემთხვევაში :
ბავშვებში 12 წლიდან :
- მწვავე შემთხვევებში : 1 ტაბლეტი ყოველ ნახევარ-ერთ საათში ერთხელ, დღეში მაქსიმუმ 6 მიღება, ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ ან ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
- ერთ კვირაზე მეტი ხანგრძლივობით მიღება შესაძლებელია ჰომეოპათიური პრაქტიკის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
- ქრონიკულ შემთხვევებში :1 ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში, გაუმჯობესების შემდეგ შეიძლება დოზის შემცირება.
- ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის :
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას, მიიღეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
12 წლამდე ბავშვების დოზირებს განსაზღვრავს ექიმი ჰომეოპათი.

გვერდითი მოვლენები
არა არის ცნობილი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ ;

ორსულობა და ლაქტაცია
მიიღეთ მხოლოდ ჰომეოპათიური პრაქტიკის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
მანქანის და მექანიზმების მართვა : მანქანის და მექანიზმების მართვაზე ზეგავლენა არა არის ცნობილი.

განსაკუთრებული მითითებები
არ მიიღოთ კონსულტაციის გარესე ფარისებრი ჯირკვლების დაავადებების შემთხვევაში.
ჰომეოპათიური პრეპარატის გამოყენებისას სიმპტომები დროებით შეიძლება გაძლიერდეს,ამ შემთხვევაში შეწყვიტეთ მირება და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები ამ მომენტისათვის არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადები
4 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
შენახვის პირობები : ინახება არაუმეტეს 25оC ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება