Meds.ge » ყველა წამალი » ველედა თაფლი მღიერებით - ველედა / veleda tafli mgierebit - veleda / Weleda Flechtenhonig

ველედა თაფლი მღიერებით - ველედა / veleda tafli mgierebit - veleda / Weleda Flechtenhonig

62

შემადგენლობა
100 გ (= 75 მლ) შეიცავს: აქტიური სუბსტანციები: 3,0 გ ისლანდიური ხავსის (Lichen islandicus), 1,2 გ ირმის ხავსის (Cladonia rangiferina) და 0,6 გ ბობოწვერას (Usnea barbata) წყლიანი ექსტრაქტი 3 გ სუკროზის დამატებით (ნედლეულის შეფარდება ექსტრაქტთან 1:6) 28,9 გ / თაფლი 13 გ / ანისულის ეთერზეთი (Anisi aetheroleum) 0,1 გ / სტიქტა (Sticta) Ø 3 გ. სხვა ინგრედიენტები: სუკროზა (საქაროზა), არაბული გომიზი.

ჩვენებები
სასუნთქი გზების კატარალური ანთებები (ტრაქეიტი და ბრონქიტი); ხველების შესამცირებლად და შესქელებული ლორწოს გასათხელებლად.

მიღების წესები და დოზები
სიროფის მიღება უმჯობესია თბილ ჩაიში გახსნილი სახით. გამოყენების წინ ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ.
ბავშვები 1-დან 5 წლამდე: 1/2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში; ბავშვები 6-დან 11 წლამდე: 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში; მოზარდები 12 წლის ასაკს ზევით: 1 ჩაის კოვზი დღეში 3-5 ჯერ

კომენტარის დამატება