Meds.ge » ყველა წამალი » აუფბაუკალკი 2 - ველედა / aufbaukalki 2 - veleda / Aufbaukalk 2

აუფბაუკალკი 2 - ველედა / aufbaukalki 2 - veleda / Aufbaukalk 2

55

შემადგენლობა
(10 გ შეიცავს):
აქტიური ინგრედიენტები: კონხე /მოლუსკის ნიჟარის /ბუნებრივი კალციუმკარბონატი /ფხვნილი/ 0,5 გ, მუხის ქერქის /კალციუმის მაღალი შემცველობით/ სპირტიანი ნახარშის ფხვნილი D3 1გ.
დამატებითი ინგრედიენტები: ლაქტოზის მონოჰიდრატი

ჩვენებები
კალციუმის ცვლის გააქტიურება; ჯანსაღი კბილებისა და ძვლების ჩამოყალიბების ხელშეწყობა ჩვილ ბავშვებში და ძვლოვანი სტრუქტურის დაცვა ორსულობის დროს; ექსუდატიური დიათეზი.

მიღების წესები და დოზები
დანის წვერით /დანის წვერი ქილის ერთ გადმოყრას შეესაბამება/ ძილის წინ, 6-8 კვირის მანძილზე. განმეორებითი კურსი _ 3-6 კვირის შემდეგ.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში (მაგ: მთელი შიგთავსის მიღებისას) ლაქტოზის მიმართ ზემგრძნობელობის მქონე პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანება და ფაღარათი

კომენტარის დამატება