Meds.ge » ყველა წამალი » სედრალექსი / sedraleqsi / Cedralex

სედრალექსი / sedraleqsi / Cedralex

59

ცედრალექსი

ფრანგული მატონიზირებელი კრემი (150 მლ) ქვედა კიდურებში  დაღლილობისა და სიმძიმის  შეგრძნების მოსახსნელად. სედრალექსი ატენიანებს კანს და აქვს მყისიერი გამაგრილებელი ეფექტი, დამზადებულია კორსიკული ლიმონის ექსტრაქტზე და გააჩნია მსუბუქი სასიამოვნო სუნი. იგი გამოირჩევა სწრაფი შეწოვით და აქვს არაცხიმიანი ტექსტურა, რომელიც კომფორტულად დაიტანება დღის ნებისმიერ მონაკვეთში.

გამოყენების წესი: ქუსლიდან წვივის მიმართულებით მსუბუქი მოძრაობით დაიტანეთ კანზე. სედრალექსის გამოყენება შესაძლებელია დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ (საშუალოდ დღეში 4-ჯერ) ფეხების  დაღლილობისა და სიმძიმის შეგრძნების მყისიერად მოსახსნელად.

გამოყენების შემდეგ დაიბანეთ ხელი. მოარიდეთ თვალთან კონტაქტს. თვალში მოხვედრის შემთხვევაში ჩამოიბანეთ წყლით.

ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ.

დამზადებულია საფრანგეთში.

 

სედრალექსი - სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვისაც ქვედა კიდურებში სიმძიმისა და დაღლილობის მოხსნა სურს. დეტრალექსის მწარმოებელი ფრანგული კომპანია "სერვიე" გთავაზობთ მატონიზირებელ კრემს მსუბუქი ფეხებისთვის! სედრალექსი წასმისთანავე მოგიხსნით სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებას ქვედა კიდურებში, მყისიერად გაგიგრილებთ და დაგიტენიანებთ კანს

კომენტარის დამატება