კოპლავიქსი / koplaviqsi / CoPlavix®
ათქ კლასიფიკაციის კოდი
B01AC04
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
კლოპიდოგრელი (ჰიდროგენის სულფატის სახით) . . . . . . 75 მგ
აცეტილსალიცილის მჟავა. . . . . . . . . . . . . . . . 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, დაბალშენაცვლებადი ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მანიტოლი E421, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლ 6000, სტეარინის მჟავა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი.
გარსი: რკინის ოქსიდი E172, ჰიპრომელოზა, ლაქტოზა, ტიტანის დიოქსიდი და ტრიაცეტინი.
ტაბლეტები დაფარულია კარნაუბის ცვილით.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორი (ჰეპარინის გარდა).
ჩვენებები
კო-პლავიქსი გამოიყენება ათეროთრომბოზული დაავადებების პროფილაქტიკისათვის მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებდნენ კლოპიდოგრელს და ასმ-ს. კო-პლავიქსი წარმოადგენს ფიქსირებული დოზის კომბინაციას, რომელიც გამოიყენება თერაპიის გასაგრძელებლად შემდეგ შემთხვევებში:
- მწვავე კორონარული სინდრომის დროს, პაციენტებში შთ სეგმენტის ელევაციის გარეშე (არასტაბილური სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი Q-კბილის გარეშე), მათ შორის კანქვეშა კორონარული ჩარევის შემდგომ სტენტის ჩადგმისას.
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, პაციენტებში შთ სეგმენტის ელევაციით, რომლებსაც უტარდებათ თრომბოლიზური თერაპიის შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა.
კო-პლავიქსი გამოიყენება მოზრდილებში ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის შემდეგ შემთხვევებში:
წინაგულის ფიბრილაცია
სისხლძარღვების დაავადების რისკის გაზრდისას წინაგულის ფიბრილაციის (წ/ფ) მქონე პაციენტებში, რომლებსაც შეუძლიათ მიიღონ ვიტამინ K-ანტაგონისტებით (ვკა) მკურნალობა, შეტევათა რაოდენობის შესამცირებლად ვკა-მა გამოავლინა უკეთესი კლინიკური შედეგი, ვიდრე ცალკე აცეტილსალიცილის მჟავამ (ასმ) ან კლოპიდოგრელისა და ასმ-ს კომბინაციამ.
პაციენტებში წინაგულის ფიბრილაციით, რომლებსაც აღენიშნებათ სისხლძარღვების დაავადების სულ მცირე ერთი რისკ-ფაქტორი მაინც ან რომლებსაც არ შეუძლიათ გაიარონ ვკა თერაპია (მაგალითად, სისხლდენის გარკვეული რისკი, ექიმის დასკვნა იმის შესახებ, რომ პაციენტს არ შეუძლია გაიაროს საერთაშორისო ნორმალიზებული კოეფიციენტის მონიტორინგი ან რომ ვკა-ის გამოყენება არამიზანშეწონილია) კო-პლავიქსი ინიშნება ათეროთრომბოზული და თრომბოემბოლიური დაავადებების, მათ შორის ინსულტის, პროფილაქტიკისათვის. კლოპიდოგრელის ასმ-თან კომბინაციამ აჩვენა ინსულტის კომბინირებული საბოლოო წერტილის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ცნს არასისტემური ემბოლიის ან სიკვდილის სიხშირის შემცირება ძირითადად შეტევების სიხშირის შემცირებით.
დოზირების რეჟიმი
მწვავე კორონარული სინდრომი, წინაგულის ფიბრილაცია
კო-პლავიქსი ინიშნება ერთჯერადად დოზით 75 მგ/100 მგ დღეში.
კო-პლავიქსი ინიშნება ცალ-ცალკე კლოპიდოგრელისა და ასმ თერაპიის დაწყების შემდეგ, შესაბამისი დოზირებით მათ ჩასანაცვლებლად.
კო-პლავიქსი მიღება ხდება საკვებთან ერთად ან კვების შემდეგ.
უკუჩვენებები
კო-პლავიქსი მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური კომპონენტების ან სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- ღვიძლის მძიმე დარღვევა;
- აქტიური პათოლოგიური სისხლდენა, როგორიცაა პეპტიური წყლული ან ქალაშიდა სისხლჩაქცევა.
პრეპარატის შემადგენლობაში ასმ-ს არსებობის გამო, მისი გამოყენება ასევე უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- ჰიპერმგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ და ასთმის სინდრომი, რინიტი და ცხვირის პოლიპები;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა;
- ორსულობის მესამე ტრიმესტრი.
კო-პლავიქსის გამოყენება არ შეიძლება იმ პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ გალაქტოზის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპის ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია.
მოცემული სამედიცინო პროდუქტი ასევე შეიცავს ჰიდროგენიზირებულ აბუსალათინის ზეთს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭის აშლა და დიარეა.
განსაკუთრებული მითითებები
ბავშვები: ბავშვებში უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ხანდაზმულები: ხანდაზმულ პაციენტებში არ არის აუცილებელი დოზირების განსაკუთრებული რეჟიმი.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: შეზღუდულია თერაპიული გამოცდილება პაციენტებში ღვიძლის ზომიერი დარღვევებით, რომლებშიც შეიძლება აღინიშნოს სისხლდენისადმი მიდრეკილება.
თირკმლის ფუნქციის დარღვევა: შეზღუდულია თერაპიული გამოცდილება თირკმლის მსუბუქი და ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
კომენტარის დამატება