ტექნოფერი / teqnoferi / TecnoFER
(რკინის ბისგლიცინატ ხელატი)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
წვეთები პერორალური მიღებისათვის : ფლაკონი 30 მლ,პიპეტი-დოზატორი
1 წვ – 0,25 მგ რკინის ბისგლიცინატ ხელატი
ტაბლეტები: შეფუთვაში #30 წყალში ხსნადი ან დასაღეჭი ტაბლეტი
თითო ტაბლეტი - 14 მგ რკინის ბისგლიცინატ ხელატი
კაფსულები: შეფუთვაში #30 დასალევი კაფსულა
თითო კაფსულა - 30 მგ რკინის ბისგლიცინატ ხელატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიანემიური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტექნოფერი წარმოადგენს ანტიანემიურ საშუალებას. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი რკინის ბისგლიცინატ ხელატის მოქმედებით. რკინის ბისგლიცინატ ხელატი კუჭში მოხვედრისას არ მონაწილეობს ჰიდროლიზში და რკინის იონები ხვდებიან პირადაპირ ციტოპლაზმაში. ამის შედეგად, არ რჩება თავისუფალი Fე++ იონების სახით, რაც გამორიცხავს არასასურველ გვერდით მოვლენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ და არ ქმნის საფრთხეს დოზის გადაჭარბებით მიღებისას. ამიტომ, რკინის ხელატის სახით შეწოვა 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა შემადგენელი კომპონენტით.
ჩვენებები:
- სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემია
- რკინის დეფიციტის პროფილაქტიკა ბავშვებში, მოზრდილებში, ორსულობამდე, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში, ვეგეტარიანელები, დიეტაზე მყოფი ავადმყოფები.
დოზირება და მიღების წესი:
ბავშვებში დაბადებიდან :
წვეთები, რომლებიც ავსებენ რკინის რაოდენობას ბავშვის ზრდის და განვითარების გათვალისწინებით. 1წვ - 0,25მგ რკინის ბისგლიცინატ ხელატი.
საკვების მიღება არ მოქმედებს შეწოვაზე, რაც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ პრეპარატი კვებისგან დამოუკიდებლად
ასაკი |
გამოყენება |
მაქს.სადგეგამისო დოზა |
პროდუქტში რკინის შემადგენლობა |
ბავშვები <1წელი |
3წვ/კგ დღეში |
30 წვ |
7,5მგ |
ბავშვები 1-3 |
2წვ/კგ დღში |
30 წვ |
7,5მგ |
ბავშვები 4-10 |
2მლ(40წვ)დღეში |
40 წვ |
10მგ |
1მლ = 20წვეთი
ტაბლეტები:
1-4 წლამდე::
0.5 ტაბლეტი (7მგ ბისგლიცინატ ხელატი) დღეში ერთხელ გახსნილი წყალში ან დასაღეჭი.
4წლიდან >:
1 ტაბლეტი (14მგ ბისგლიცინატ ხელატი) დღეში ერთხელ გახსნილი წყალში ან დასაღეჭი.
კაფსულები:
მოზრდილებში:
1 კაფსულა (30მგ ბისგლიცინატ ხელატი) დღეში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები:
არ იწვევს გვერდით მოვლენებს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ტექნოფერის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ , ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
კომენტარის დამატება