Meds.ge » ყველა წამალი » ვაილოპინი / vailopini / Vaylpion

ვაილოპინი / vailopini / Vaylpion

127

შემადგენლობა:
ოლანზაპინი 10 მგ შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი :
ნეიროლეპტიკები

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ოლანზაპინი წარმოადგენს ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებასრომელსაც აქვს 5HT2A/2C, 5HT3, 5HT6, დოფამინის D4, D3, D1, D2, ქოლინერგული მუსკარინული (m1-m5), α-1 ადრენერგული და H1 ჰისტამინური რეცეპტორების შებოჭვის უნარიოლანზაპინზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენარომ ოლანზაპინი სელექტიურად ურთიერთქმედებს მეზოლიმბურ სისტემასთანექსტრაპირამიდულ სისტემასთან ყოველგვარი მნიშვნელოვანი ურთიეთქმედების გარეშეოლანზაპინი უფრო მეტად ბოჭავს 5HT2A რეცეპტორებსვიდრე D2  რეცეპტორებსოლანზაპინს უფრო ნაკლებად ახასიათებს D2  რეცეპტორებთან ურთიერთქმედებავიდრე სხვატრადიციულნეიროლეფსიურ აგენტებსმისი ასეთი მოქმედება განაპირობებს მწვავე ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენების და ტარდიული დისკინეზიის შედარებით დაბალ დონესვაილოპინი მოქმედებს დაავადების როგორც ნეგატიურასევე პოზიტიურ სიმპტომატიკაზე.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები:
ვაილოპინი კარგად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ და პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას 5-8 საათში აღწევსსაკვების მიღება არ ახდენს გავლენას ვაილოპინის აბსორბციაზეოლანზაპინის პერორალურად მიღების დროს ნახევარგამოყოფის პერიოდი ასაკისა და სქესის მიხედვით მერყეობს.

65 წელზე ნაკლები ასაკის    65 წლის და ზევით ასაკის
 
მამაკაცები    29 საათი             49 საათი
 
ქალები          39 საათი             55 საათი

ოლანზაპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანდაზმულებში შედარებით ხანგრძლივიავიდრე ახალგაზრდებში.
ოლანზაპინი 7-1000 ნანოგრამი/მლ კონცენტრაციისას პლაზმის ცილებს უკავშირდება 93%-ითოლანზაპინი ძირითდად უკავშირდება ალბუმინს და α1-მჟავა გლიკოპროტეინს.
ოლანზაპინის მიღებული დოზის 50% გამოიყოფა შარდითხოლო 30% -  განავალითპრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 30 საათი.

ჩვენებები:
ოლანზაპინი გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ და ასევე ბიპოლარული დარღვევების თანმხლები მწვავე მანიაკალური ეპიზოდების დროს მოკლე სამკურნალო კურსის სახით

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ვაილოპინის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ და დახურულკუთხოვანი გლაუკომა.

გაფრთხილება:
ჰალოპერიდოლთან შედარებითოლანზაპინი გაცილებით იშვიათად იწვევს დისკინეზიასრომელიც მედიკამენტის მოხსნას მოითხოვსთუმცა ხანგრძლივი მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია გვიანი დისკინეზიის გამოვლინების რისკიამ შემთხვევაშირეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მოხსნაღვიძლის ტრანსამინაზების დონის მატება მოითხოვს პაციენტებზე განსაკუთრებულ ყურადღებას და საჭიროებისას დოზის შემცირებასოლანზაპინი სიფრთხილით ენიშნება პაციენტებს ანამნეზში ეპილეფსიური გულყრების არსებობისას ან პაციენტებს კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღვრითოლანზაპინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებშილეიკოციტების და/ან ნეიტროფილების შემცირებული რაოდენობით (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული), ანამნეზში მედიკამენტების მიღების ფონზე ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვითტოქსიკური დარღვევითანამნეზში რადიოთერაპიითქიმიოთერაპიით ან თანმხლები დაავადებებით გამოწვეული ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვითჰიპერეოზინოფილიით ან მიელოპროლიფერაციული დაავადებითოლანზაპინით მკურნალობის ფონზე გვერდითი ეფექტების სახით იშვიათად ვლინდება ანტიქოლინერგული აქტივობამიუხედავად ამისასიფრთხილით ინიშნება პაციენტებში წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიითნაწლავის პარალიზური გაუვალობითდახურულკუთხოვანი გლაუკომით და სხვა.ოლანზაპინი სიფრთხილით ინიშნება ცენტრალური მოქმედების სხვა პრეპარატებთან და ალკოჰოლთანეთანოლთან კომბინაციაში შესაძლებელია ოლანზაპინის სედატიური ეფექტის გამოვლენა.აქტივირებული ნახშირი 50-60%-ით ამცირებს ოლანზაპინის ბიოშეღწევადობასფლუოქსეტინი ზრდის ოლანზაპინის მაქსიმალურ კონცენტრაციასა და ამცირებს მის კლირენსს.

მანქანისა და სხვა დანადგარების მართვა: ვინაიდან ოლანიზაპინი იწვევს სომნოლენციასპაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე სხვადასხვა დანადგარებისმათ შორის ავტომობილისმართვის დროს.

ბავშვები: ვაილოპინი არ გამოყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის  დროს ვაილოპინი არ გამოიყენება.

გვერდითი მოვლენები:
ოლანზაპინის ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება ძილიანობა და წონის მატებაასევე გამოვლენილია პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციის მცირედ გამოხატული და ტრანზიტორული მატებარომელიც უმრავლეს შემთხვევაში ოლანზაპინის მოხსნის გარეშე უბრუნდება ნორმასხშირ გვერდით მოვლენებს განეკუთვნება თავბრუსხვევაასთენიააკატიზიამადის გაძლიერებაპერიფერიული შეშუპებაორთოსტატული ჰიპოტენზიაპირის სიმშრალეყაბზობაიშვიათად ვლინდება ტრანზიტორულიუსიმპტომოდ მიმდინარე ღვიძლის ტრანსამინაზების მატებაერთეულ შემთხვევაში - პლაზმაში გლუკოზის დონის ზრდა ან ეოზინოფილია.

დოზირების რეჟიმი
შიზოფრენია:ვაილოპინის საწყისი რეკომენდებული დოზაა 5-10მგ უზმოზე ან ჭამის შემდეგპაციენტის კლინიკური სტატუსიდან გამომდინარე შემდგომი დოზირება უნდა მერყეობდეს 5-20მგ-ის ფარგლებში. 15მგ და უფრო მეტი დღიური დოზის გამოყენება  რეკომენდებულია მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან სულ მცირე 4 დღის შემდეგ.
ბიპოლარული მანია:პერორალური ოლანზაპინი ზოგადად ინიშნება 10 ან 15მგ ერთხელ დღეშისაკვების მიღებისგან დამოუკიდებლადთუ საჭიროება მოითხოვს დოზის შეცვლა უნდა მოხდეს არა ნაკლებ 24 საათიანი ინტერვალითხოლო დღიური დოზის მეტება/კლება რეკომენდებულია 5მგ-ით.
ხანდაზმული პაციენტებში: დაბალი საწყისი დოზა (5მგ/დღეშირუტინულად არ არის რეკომენდებულიმაგრამ ეს მხედველობაში მისაღებია 65 წლის ზემოთ პაციენტებში კლინიკური ფაქტორების შესაბამისად.

შენახვის პირობები :
პრეპარატი ინახება ოთახის, 25ºC-ზე დაბალტემპერატურაზებნელ და მშრალ ადგილზე.

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტი #28

გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით

კომენტარის დამატება