Meds.ge » ყველა წამალი » სერიქსი / seriqsi / Ser-X

სერიქსი / seriqsi / Ser-X

78

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: კატაბალახას ექსტრაქტი 210 მგ, კრაზანა 35 მგ, სვია  52.5მგ, სამკურნალო ბარამბო 52.5მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სერიქსი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია, მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები დადებითად მოქმედებენ ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე.

კატაბალახა ხასიათდება ფსიქოტროპული, სედაციური, ანტისპაზმური მოქმედებით. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებას.

კრაზანა, როგორც  ყველაზე ძლიერი  ბუნებრივი ანტიდეპრესანტი,  ამცირებს დეპრესიის გამოვლინებებს. ახასიათებს ზოგადმატონიზირებელი მოქმედება.

სვიის ექსტრაქტი  მოქმედებს, როგორც დამამშვიდებელი საშუალება უძილობისა და ზომიერი დეპრესიების დროს. სვიას ახასიათებს ნეიროტროპული მოქმედება.

ბარამბო იწვევს სედატიურ, ჰიპოტენზიურ, ანტიარითმიულ, სპაზმოლიზურ, ღებინების საწინააღმდეგო ეფექტებს.

სერიქსი ამცირებს დაძაბულობას, შფოთვას, გაღიზიანებადობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობისა და  გუნება-განწყობის ამაღლებას. აუმჯობესებს ძილს, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას. ზრდის გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. არეგულირებს გულის მუშაობას.  გამოხატული აქვს სპაზმოლიზური თვისებები.

ჩვენებები:
ძილის დარღვევა - უძილობა, რთულად ჩაძინება, ღამე გაღვიძების ეპიზოდები
ემოციური დაძაბულობა და სტრესი
შფოთვითი და მსუბუქი დეპრესიული აშლილობები
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
“მენეჯერის სინდრომი”
პრემენსტრუალური  და  კლიმაქტერული სინდრომი
დაძაბვითი ტიპის თავის ტკივილი და შაკიკი

 

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ლაქტაციის  პერიოდი; 16 წლამდე ასაკი.

მიღების წესი და დოზირება:

1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

ძილის დარღვევების დროს: 2 კაფსულა დაძინებამდე 0,5-1 საათით ადრე.

 

აფთიაქში გაცემის წესი:

გაიცემა ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება