Meds.ge » ყველა წამალი » ფორტიკოლი / fortikoli / FORTICOL

ფორტიკოლი / fortikoli / FORTICOL

59
შემადგენლობა
ორალური ხსნარის ერთი ამპულა შეიცავს: 
დეანოლის აცეგლუმატი       0.230 გ
ჰეპტამინოლის ჰიდროქლორიდი 0.180 გ
დამანატი რ.ს. 10მლ-მდე
ფარმაცევტული ფორმა და აღწერილობა
ფორტიკოლი წარმოდგენილია ორალური მიღების ხსნარის სახით, შეფუთული 10მლ-იან ამპულებში. ის წარმოდგენილია 20 ამპულის შემცველი შეფუთვების სახით. 
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფორტიკოლი არის სამედიცინო პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია დასალევი ამპულების სახით, რომლებიც თავის მხრივ შეიცავენ 2 მნიშვნელოვან აქტიურ მოქმედ ნივთიერებას თავის ფორმულაში: დეანოლის აცეგლუმატი და ჰეპტამინოლის ჰიდროქლორიდი. დეანოლს გააჩნია ფსიქომასტიმულირებელი თვისებები იმ თვასლაზრისით, რომ ის ზრდის აცეტილქოლინის კონცენტრაციას ცენტარლური ნერვული სისტემის დონეზე. აცეტილის რადიკალი ხელს უწყობს აცეტილქოლინის სინთეზს, მაშინ როდესაც გლუტამინის მჟავა არის ამინომჟავა, რომელიც მნიშვნელოვანია ნერვული სისტემისთვის. ჰეპტამინოლის ჰიდროლქორიდი არის კარდიოვასკულარული ანალეპტიკი, რომელიც ზრდის მიოკარდიუმის შეკუმშვის უნარს გულის რითმის უმნიშვნელოდ მატებით და ინტრა-წინაგულოვანი და ინტრა-პარკუჭოვანი წნევის შემცირებით. 
თერაპიული ჩვენებები
ცერებრული სისხლის მიმოქცევის უკმარისობასთან დაკავშირებული მენტალური დარღვევები.
მეხსიერების და ყურადღების დარღვევები.
უკუჩვენებები
მწვავე ჰიპერეტენზია, ჰიპერთიროიდიზმი, ეპილეფსია და მაო-ს ინჰიბიტორებთან კავშირი (ჰიპერტენზიული კრიზის რისკი) 
გვერდითი ეფექტები
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს თავის ტკივილი, ინსომნია და ქავილი. ეს ეფექტები ქრება მკურნალობის გაგრძელებისას და დოზის შემცირებისას. 
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
არ შეიძლება ამ პრეპარატის მიღება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად. 
სპეციალური სიფრთხილის ზომები
სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ რომ ფორტიკოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას (ჰეპტამინოლი) რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დადებითი რეაქცია “ანტიდოპინგურ” ტესტებზე. 
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობა: ვინაიდან არ არის ხელმისწავდომი ცხიველებში ჩატარებული კვლევები და ადამიანის კლინიკური მონაცემები, რისკი არ არის ცნობილი. ამიტომ, გაფრთხილების სახით, არ გამოიყენოთ ორსულობის დროს.
ძუძუთი კვება: ვინაიდან არ არის მონაცემები ლაქტატში პრეპარატის გამოყოფის შესახებ, არ გამოიყენოთ პრეპარატი ძუძუთი კვების დროს. 
პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე
ფორტიკოლის მიღების დროს არ არსებობს შეზღუდვები ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვასთან დაკავშირებით.
დანამატები, რომელთა ცოდნაც საჭიროა პრეპარატის სწორად გამოყენებისთვის
ფორტიკოლის ხსნარი შეიცავს შემდეგ დანამატებს: სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, პარაბენები, ეთანოლი, ესენცია, საღებავი და გამოხდილი წყალი. 
დოზირება და მიღების წესები
უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ. თუმცა, საინფორმაციო თვალსაზრისით რეკომენდებული დღიური დოზა არის 2-3 ამპულა, ნახევარ ჭიქა წყალთან ან ხილის წენთან ერთად, საკვების მიღების შემდეგ. 
როგორ უნდა გაიხსნას ამპულა: დაიჭირეთ ამპულის თავი ცერა და საჩვენებლ თითებს შორის და გადახარეთ საჩვენებელ ხაზზე ამპულის თავის მოტეხვით. გადმოაბრუნეთ ამპულა და ჩაცალეთ შიგთავსი ჭიქაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა გავსებული წყლით ან ხილის წვენით. 
მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 2-3 კვირა. 
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, რეკომენდებულია სისხლის წნევის და გულის რითმის მონიტორინგი
შენახვის სპეციალური პირობები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C)
მკურნალობის დაწყებამდე შეამოწმეთ შეფუთვაზე ან სათავსზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადა
იმ არასასურველი ეფექტების გამოვლენის შესახებ, რომლებიც არ არის მოცემული ჩანართში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე

კომენტარის დამატება