Meds.ge » ყველა წამალი » შავბალახას ბალახი / shavbalaxas balaxi / Leonurus Quiquelobatus

შავბალახას ბალახი / shavbalaxas balaxi / Leonurus Quiquelobatus

63

შემადგენლობა

შავბალახას ბალახი შეიცავს შაქარს, გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, ეთერის ზეთს, ფლავონოიდებს (კვერცეტინი, რუტინი, კვინკელოზიდები), პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ და მღებავ ნივთიერებებს, მწარეებს, მინერალურ მარილებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეს ახასიათებს სედაციური, ჰიპოტენზიური და კარდიოტონური მოქმედება.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სედაციური საშუალება.
გამოიყენება ნერვული აღგზნებადობის, კარდიონევროზის, ჰიპერტონული დაავადებების ადრეული სტადიის, სტენოკარდიის დროს. რეკომენდირებულია სისხლის მაღალი წნევის ნორმალიზაციისთვის, კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ. ეფექტურია ნერვული აშლილობის და შიშების შემთხვევაში.

რეგისტრაციის # და თარიღი
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 15.04.2015

კომენტარის დამატება