Meds.ge » ყველა წამალი » ფარსმანდუკის ბალახი / farsmandukis balaxi / Herba Achilleae Millefolii

ფარსმანდუკის ბალახი / farsmandukis balaxi / Herba Achilleae Millefolii

70

შემადგენლობა

ფარსმანდუკის ბალახი შეიცავს ვიტამინ K, სესკვიტერპენებს, ეთერის ზეთს (1 %-მდე), აქილეინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავეებს, აპიგენინისა და ლუტეოლინის გლიკოზიდებს, კაროტინებს, ასკორბინის მჟავას, მწარეებს

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ნაწლავების გლუვ კუნთებზე, საშარდე და სანაღვლე გზებზე ახდენს სპაზმოლიზურ, დიურეზულ და კოაგულაციურ მოქმედებას. მცენარის სისხლდენის შემაჩერებელ ეფექტს საფუძვლად უდევს თრომბოციტების რიცხვის ზრდა და სისხლდენის დროის ხანგრძლივობის შემცირება.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰემოსტაზური საშუალება.
გამოიყენება ანთებითი პროცესების, ფიბრომიომებით გამოწვეული საშვილოსნოდან სისხლდენის, აგრეთვე ჰემოროიდული სისხლდენის დროს. პრეპარატი ხშირად ინიშნება ჭინჭრის ფოთლების ექსტრაქტთან კომბინაციაში. ეფექტურია აგრეთვე კუჭის წვენის დაქვეითებული სეკრეციით მიმდინარე გასტრიტების, სპასტიური კოლიტის, მეტეორიზმის სამკურნალოდ

კომენტარის დამატება