Meds.ge » ყველა წამალი » ვირისტერფას ფოთოლი / viristerfas fotoli / Folia Farfarae

ვირისტერფას ფოთოლი / viristerfas fotoli / Folia Farfarae

66

შემადგენლობა

ვირისტერფას ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს, ანულინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ორგანულ მჟავეებს, სიტოსტერინებს, ლორწოებსა და სხვა ნივთიერებებს

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს ახასიათებს პირის ღრუს, ყელისა და ხახის ლორწოვანი გარსის შემომგარსველი მოქმედება, იცავს მათ გაღიზიანებისაგან, ათხიერებს და არბილებს ნახველს, აჩქარებს მის ევაკუაციას

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
ეფექტურია კომპლექსურ თერაპიაში ლარინგიტების, ტრაქეიტების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, კუჭნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, ფილტვების აბსცესის და განგრენის დროს. გამოიყენება საფენების, კომპრესების და აბაზანების სახით ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულოზის, კანის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ქერტლისა და თმის ცვენის დროს მცენარის ნახარში გამოიყენება შესაზელად

კომენტარის დამატება