Meds.ge » ყველა წამალი » ცაცხვის ყვავილი / cacxvis yvavili / Flores Tiliae

ცაცხვის ყვავილი / cacxvis yvavili / Flores Tiliae

73

შემადგენლობა

ცაცხვის ყვავილი შეიცავს ფლავონოიდური ჰესპერიდინის გლიკოზიდს, საპონინებს, ტილიაცინის გლიკოზიდს, ეთერის ზეთს (0,05%), მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი და სიცხის დამწევი მოქმედებით

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოპლიზური საშუალება.
გამოიყენება გინგივიტების, ანგინის, ბრონქიტების, მომატებული ნერვული აღგზნებადობის დროს, აგრეთვე საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირების პროცესებში. რეკომენდირებულია ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის შემთხვევაში. ეფექტურია თირკმელების, ღვიძლის და ჰიპერტონული დაავადებების დროს. იყენებენ დამწვრობის, წყლულების, ბუასილის და რევმატიზმების შემთხვევაში

კომენტარის დამატება