Meds.ge » ყველა წამალი » გვირილას ყვავილი / gvirilas yvavili / Flores Chamomillae

გვირილას ყვავილი / gvirilas yvavili / Flores Chamomillae

64

შემადგენლობა

გვირილას ყვავილი შეიცავს ტერპენულ ლაქტონებს (მატრიცინს, მატრიკორეინს), ეთერზეთებს (0,1-0.5%), აზულენს, ფლავონოიდურ გლიკოზიდებს, კუმარინებს, ორგანულ მჟავებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, ავლენს სპაზმოლიზურ, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ, სედაციურ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. გააჩნია ნაღვლმდენი მოქმედება, იგი ამცირებს ნაწლავების სპაზმს. ეთერზეთები რამდენადმე აძლიერებენ და აღრმავებენ სუნთქვას, აწესრიგებენ გულის მუშაობის რითმს. აფართოებენ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური საშუალება.
გამოიყენება პირის ღრუს ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (სტომატიტი, გინგივიტი, ტონზილიტი, ანგინა), აგრეთვე მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტის, ენტეროკოლიტის, ღვიძლის და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებებისას. ბუასილის, კოლიტის და ენტეროკოლიტის შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მიკროოყნების სახით.

გვერდითი მოვლენები
მცენარის მაღალი დოზით გამოყენებისას აღინიშნება თავის ტკივილი და საერთო სისუსტე

კომენტარის დამატება