Meds.ge » ყველა წამალი » ვალოსედი / valosedi / Valosedum

ვალოსედი / valosedi / Valosedum

98

შემადგენლობა

კატაბალახას ნაყენი – 6,7 მლ; შავბალახას ნაყენი – 6,7 მლ; პიტნის ნაყენი – 3,31 მლ; სვიის ნაყენი – 1,67 მლ; კუნელის ნაყენი – 3,31 მლ; ბარამბოს ნაყენი – 3,31 მლ;
პრეპარატში შემავალი მცენარეები შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (ბორნეოლ იზოვა¬ლერიანატი, ბორნეოლი, იზოვალე¬რი-ანის მჟავა, მენთოლი), ვალეპოტრიატებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, რუტინი, ქვინკველოზიდი) ტრიტერპენულ საპო¬ნინებს, ვიტამინებს, ტანინებს, მწარე გლიკოზიდებს, ლუპულინს, ჰუმულონს, ლუპულონს, ურსულის და ოლეინის მჟავებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს აქვს სედაციური, სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, კარდიოტონული, კრუნჩხვების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩე¬ბელი მოქმედება, აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბ¬კორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექ¬ტო¬რ¬ულ აგზნებას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, ამცირებს სპონტანური მოქმედების აქტივობას, ხსნის ნეიროგენული წარმოშობის არითმიებს, რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ამცირებს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლდენას, საჭმლის მომნელებელი ჯირ¬კვლების სეკრეციას, პერისტალტიკას. ხელს უწყობს ცხიმებისა და წყალ-მარილოვანი ცვლის რეგულაციას.

ჩვენებები
• სხვადასხვა ფორმის ნევროზები, მათს შორის - კლიმაქ¬ტე¬რული ნევროზი;
• აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
• შაკიკის მსგავსი თავის ტკივილები;
• ნეიროგენული არითმიები;
• ჰიპერტონული დაავადება (I, II სტადია);
• ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
• კუჭ-ნაწლავის სეკრეციული ფუნქციის დარღვევები;
• მეტეორიზმი, გულისრევა;

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად 20-25 წვეთი 3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ.
წვეთები უნდა განზავდეს 1/4 ჭიქა წყალში.

გვერდითი მოვლენები
დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, შრომის უნარის დაქვეითება.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის და ლაქტაციის დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 
თუ ,,ვალოსედი”-ს მიღების შემდეგ ვითარდება ძილიანობა, თავბრუსხვევა, დაუშვებელია ავტოტრანსპორტისა და ისეთი მექანიზმების მართვა, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
,,ვალოსედი’’ ახანგრძლივებს და აძლიერებს საძილე, ნეიროლეფსიური, ფსიქოტროპული და ანტიეპილეფსიური საშუალებების მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15-25ºჩ ტემპერატურის პირობებში.
ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად

კომენტარის დამატება