Meds.ge » ყველა წამალი » კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით / katabalaxas eqstraqti pitnit / Extractum valerianae cum menthae

კატაბალახას ექსტრაქტი პიტნით / katabalaxas eqstraqti pitnit / Extractum valerianae cum menthae

56

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტები: გ/ტბ
კატაბალახას სქელი ექსტრაქტი 0,02გ;
(Extractum Valerianae spissum)
პიტნის ზეთი (Oleum Menthae) 0.000289-0.000206გ; 
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის კარბონატი, სახამებელი, გლუკოზა, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, პოლივინილპიროლიდონი, მწვანე ფერის პიგმენტი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი, მიკროკრისტალური ცელულოზა. 
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ვალერიანის და იზოვალერიანის მჟავებს, ბორნეოლს, მირტენოლს,Aალკალოიდებს: ვალერინს, ხატინინს და სხვა; სედაციური მოქმედების ნივთიერებებს - ვალეპოტრიატებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დამამშვიდებელი საშუალებაა. ამცირებს ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნებადობას, იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას, აძლიერებს საძილე პრეპარატების მოქმედებას.

ჩვენებები
ნერვული აგზნებადობა, უძილობა, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დარღვევები.

მიღების წესები და დოზები
მიიღება პერორალურად: 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.

გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვა: ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება