Meds.ge » ყველა წამალი » ტრეატაპროსტი / treataprosti / TREATAPROST

ტრეატაპროსტი / treataprosti / TREATAPROST

107

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს – აქტიურ ნივთიერებებს: 25მგ თხაწართხალას (Epilobium parviflorum) მშრალ  ექსტრაქტს;  333,33მგ დათვისყურას(დათვის კენკრა) (Arctostaphylos uva-ursі) მშრალ  ექსტრაქტს; 100მგ ჭინჭრის(Urticae radix) ფესვის მშრალ ექსტრაქტს; 110მგ ავოკადოსა და სოიოს გაუსაპნებადი ზეთების (Avocado Soy Unsaponifiables) შენაერთს;  40,82მგ  იაპონური სოფორის (Sophora japonica L.) ფოთლების მშრალ  ექსტრაქტს; 

დამხმარე ნივთიერებებს: მაგნიუმის სტეარატისა და სილიციუმის დიოქსიდის გამაფხვიერებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

გამოყენების რეკომენდაციები: რეკომენდებულია  მწვავე  და  ქრონიკული  პროსტატიტის  მქონე პაციენტებში,  წინამდებარე  ჯირკვალზე  ოპერაციული  ჩარევის  პრე და პოსტოპერაციულ  პერიოდში;  შარდ-სასქესო სისტემის ნორმალური ფუნქციონირების მიზნით, დიზურიული  სიმპტომების  კუპირებისთვის  ანთებისსაწინააღმდეგო,  ანტიმიკრობული,  შეშუპების   საწინააღმდეგო  და  ანტიოქსიდანტური ეფექტების მოქმედებით წინამდებარე  ჯირკვლის ქსოვილზე.

რეკომენდებულია  შარდგამომყოფი  სისტემის  მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებებისას  რეციდივების  პროფილაქტიკისა  და  შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების,  ანთებითი  რეაქციების  შემცირებისა  და შარდის გამოყოფის  ნორმალიზების   მიზნით.

უკუჩვენებები: შემადგენელი  კომპონენტების მიმართ  მომატებული მგრძნობელობა.

გამოყენების წესები და რეკომენდებული დღიური დოზა: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.  კაფსულა  მიიღება მთლიანად   ნახევარი   ჭიქა წყლის  მიყოლებით. გამოყენების  წინ  რეკომენდებულია  ექიმის კონსულტაცია. არ  გადააჭარბოთ  რეკომენდებულ   დღიურ დოზას.

განსაკუთრებული მითითებები: ტრეატაპროსტი  არ გამოიყენება ბავშვებსა და ქალებში.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

შენახვის პირობები და სხვა ინფორმაცია: შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან  დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ  ადგილზე.  პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე(არა უმეტეს 250C). შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.  ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, არ წარმოადგენს  სამკურნალო საშუალებას,  გმო-ს გარეშე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

გამოშვების ფორმა: 10 კაფსულა ბლისტერზე. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში

კომენტარის დამატება