Meds.ge » ყველა წამალი » ვიტაპროსტი პლუსი / vitaprosti plusi / vitaprosti plus

ვიტაპროსტი პლუსი / vitaprosti plusi / vitaprosti plus

108

შემადგენლობა, 1 სუპოზიტორია შეიცავს: პროსტატის ექსტრაქტი – 100 მგ (წყალშიხსნად პეპტიდებზე გადაანგარიშებით – 20მგ), ლომეფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი – 400 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  ფუძე – ვიტეფსოლი 2,25 გრ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:  ქრონიკული პროსტატიტის სამკურნალო საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კომბინირებული პრეპარატი ვიტაპროსტი პლუსი ხასიათდება ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით

ლომეფლოქსაცინი – ფართო სპექტრის ბაქტერიოციდული მოქმედების საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიულ ფერმენტზე დნმ– ჰიდრაზაზე, უზრუნველყოფს ზესპირალიზაციას, ქმნის კომპლექსს მის ტეტრამერთან და არღვევს მის ტრანსკრიპციასა და დნმ რეპლიკაციას, იწვევს მიკრობული უჯრედის სიკვდილს. არის მგრძნობიარე გრამუარყოფითი აერობების: Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitides, Escherichia coli, Citrobacter diversus,Klebsiella pneumoniae, Enterobacter cloacae, Proteus vulgaris, Salmonella spp., Shigella spp., Moraxella morganii, Haemophilus influenzae e parainfluenzae, Legionella pneumophila, Pseudomonas aeruginosa. საშუალოდ მგრძნობიარეა Staphylococcus aureus, Staphylococcus Epidermidis, Serratia liquifaciens, Serratia marcescens, Pseudomonas aeruginosa, Mycobacterium tuberculosis, Chlamydia trachomatis, Hafnia alvei, Citrobacter freundii, Aeromonas hydrophila, Proteus mirabilis, Proteus stuartii, Providencia rettgeri, Providencia alcalifaciens, Klebsiella oxytoca, Klebsiella ozaenae, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans. Устойчивы к препарату Streptococcus spp., Pseudomonas cepacia, Ureaplasma urealyticum, Treponema pallidum, Mycoplasma hominis  

პროსტატის ექსტრაქტი ხასიათდება  ორგანოტროპული მოქმედებით, ამცირებს შეშუპების ხარისხს, წინამდებარე ჯირკვლის ლეიკოციტურ ინფილტრაციას, აუმჯობესებს წ/ ჯირკვლის სეკრეტორულ ფუნქციას, ზრდის ლეციტინური უჯრედების რიცხვს აცინუსების სეკრეტში. ასტიმულირებს შარდის ბუშტის ტონუსს, ამცირებს თრომბოწარმოქმნას, აქვს ანტიაგრეგანტული მოქმედებით, ხელს უშლის თრომბოზის წარმოქმნას. აუმჯობესებს ეაკულატის ხარისხს, ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს, აუმჯობესებს კოპულაციურ ფუნქციას.

გამოყენების ჩვენებები
მწ. და ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი, გამოწვეული მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, საშარდე გზების თანმხლები ანტებითი დაავადებები

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარტის კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი

სიფრთხილით ინიშნება
ცერებრული ათეროსკლეროზი, ეპილეფსია, ეპილეპსიური სინდრომი.

გამოყენების წესი და დოზირება
რექტალურად, 1 სუპოზიტორია 1 ჯერ დღეში, სასურველია გაკეთებული იქნას სწორი ნაწლავის დაცლის შემდგომ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მკურნალობის კურსი შეადგენს 10–30 დღეს

გვერდითი მოვლენები
ვიტაპროსტ პლუსის გამოყენების შედეგად გვერდითი მოვლენების განვიტარება  განპირობებულია მასში ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკის შემცველობა

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
ზრდის პერორალური ანტიკოაგულანტების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებას. კალციუმის სეკრეციის მაბლოკირებელი საშუალებები ანელებენ პრეპარატის გამოსვლას ორგანიზმიდან. არ არსებობს ჯვარედინი მდგრადობა პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, ამინოგლიკოზიდებთან, მეტრონიდაზოლთან

გამოშვების ფორმა
სუპოზიტორიები რექტალური №10 400მგ + 20 მგ

კომენტარის დამატება