Meds.ge » ყველა წამალი » პროსტუროლი / prosturoli / Prosturol

პროსტუროლი / prosturoli / Prosturol

63
შემადგენლობა
ყოველი მყარი კაფსულა შეიცავს:
სტეროლ-ლიპიდური ექსტრაქტი
Prunus Africana-25მგ
ბენზიდამინი (ჰიდროქლორიდი)-25მგ;
შემავსებლები: კოლოიდური სილიციუმი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ერითროზინი (E-127), ყვითელი ქინოლინი (E-104), ინდიგო კარმინი (E-132), ტიტანის დიოქსიდი (E-171) და ჟელატინი.  
მახასიათებლები
პროსტუროლი აღადგენს, პროსტატის ჯირკვლის სეკრეციულ ეპითელიუმს და ხელს უშლის ამ ორგანოს ინვოლუციურ ფენომენს. ამავე დროს, ავითარებს ანტიფლოჯისტიკურ-დეკონგესტანტურ აქტივობას, აუმჯობესებს დიზურიის რემისიას, ხშირ შარდვას, ნიქტურიას და პროსტატის სხვა ფუნქციონალურ სიმპტომებს. 
ჩვენება
პროსტატის ჰიპერპლაზია. 
შარდის შეუკავებლობა და პოსტადენომექტომიური სიმპტომები. წინასწარი მკურნალობა პროსტატის ადენომაზე ოპერაციის დროს. პროსტატიტი. 
დოზირება
PO. მიღება უმჯობესია ჭამის დროს. 
საშუალო ჩვეული დოზები:
1 მყარი კაფსულა, 3-4 ჯერ დღეში. 
მაქსიმალური დოზა: 
2 მყარი კაფსულა, 3-ჯერ დღეში. 
მინიმალური დოზა:
1 მყარი კაფსულა, 2 ჯერ დღეში. 
უკუჩვენება
პეპტიკური წყლულოვანი დაავადება. 
უკუჩვენება
არ არის.
წამლისმიერი ურთიერთქმედება
არ არის. 
გვერდითი ეფექტები
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ძილის დარღვევები რამაც შეიძლება მოითხოვოს მკურნალობის დროებით შეწყვეტა. 
ინტოქსიკაცია და მისი მკურნალობა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში საჭიროა კუჭის დაცლა და სიმპტომური მკურნალობა. დოზის გადაჭარბების ან შემთხვევით მიღებისას მიმართეთ ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტს. 
ტელეფონის ნომერი (91) 5620420. 
შენახვა
რაც უფრო გრილ ადგილას ინახება, უკეთ შეინახება. მყარი კაფსულები უნდა შეინახონ კონტეინერში. 
ექიმის რეცეპტით. 
მედიკამენტი უნდა შეინახონ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე

კომენტარის დამატება