Meds.ge » ყველა წამალი » კალციუმის ფოლინატი / kalciumis folinati / Calcium folinate

კალციუმის ფოლინატი / kalciumis folinati / Calcium folinate

95

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი მიეკუთვნება ფოლის მჟავას ანტაგონისტების ანტიდოტს (ფოლინის მჟავა წარმოადგენს ფოლის მჟავას აქტიურქიმიურად აღდგენილ წარმოებულს). კალციუმის ფოლინატი ამცირებს ფოლის მჟავის ანტაგონისტების თერაპიულ და ტოქსიკურ ზემოქმედებას (მაგმეტოტრექსატისიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დროსხელს უწყობს ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზის აღდგენას და ავსებს ორგანიზმში ფოლის მჟავას დეფიციტს.

ფარმაკოკინეტიკა

იგი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერშიგროვდება ღვიძლში და განიცდის მასში და ნაწლავების ლორწოვან გარსში მეტაბოლიზმს აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნითმეტაბოლიზმის ხარისხი და სიჩქარე უფრო მაღალია მისი პერორალური მიღებისასვიდრე პარენტერული გზით შეყვანის დროსპრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საათსმისი ელიმინაცია ხორციელდება თირკმელებით.

ჩვენებები
· მეტოტრექსატის ტოქსიკური მოქმედების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
· მეგალობლასტური ანემიის მკურნალობარომელიც გამოწვეულია ფოლის მჟავას დეფიციტით;
· მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს პალიატიური მკურნალობა (კომბინაციაში ფტორურაცილთან).

დოზირების რეჟიმი

კალციუმის ფოლინატის დოზის შერჩევა წარმოებს ინდივიდუალურად მეტოტრექსატის ინტრავენური ინფუზიის დრო (12-15 /კვ.. 4 საათში ერთხელ). გასათვალისწინებელია თირკმელების გამომყოფი ფუნქციის მდგომარეობაკრეატინინის და მეტოტრექსატის კონცენტრაციის სისტემატიური კონტროლი პლაზმაში (მინიმუმ ერთხელ დღეში).

მეტოტრექსატის ნორმალური გამოყოფისას (მისი დონე პლაზმაში შეადგენს 10 მკშეყვანიდან 24 საათის შემდეგ, 1 მკ შეყვანიდან 72 საათის შემდეგ), კალციუმის ფოლინატი ინიშნება დოზით 15 მგ (დაახლოებით 10 მგ/კვმპერორალურადინტრავენურად და კუნთებში საათში ერთხელ 60 საათის განმავლობაში (10 დოზადაწყებული 24 საათის შემდეგ მეტოტრექსატის შეყვანიდან).

მეტოტრექსატის შენელებული გამოყოფისას (მეტოტრექსატის დონე აღემატება 0.2 მკშეყვანიდან 72 საათის შემდეგ და 0.05 მკშეყვანიდან 96 სთ-ის შემდეგ), კალციუმის ფოლინატი ინიშნება დოზით 15 მგ პერორალურადინტრავენურად და კუნთებში საათში ერთხელსანამ მეტოტრექსატის დონე პლაზმაში არ გახდება 0.05მკM-ზე ნაკლები.

მეტოტრექსატის ორგანიზმიდან ადრეული შენელებული გამოყოფისა (მეტოტრექსატის დონე 50მკდა მეტი 24 საათის შემდეგ, 5 მკდა მეტი 48 საათის შემდეგ ან კრეატინინის დონის გაზრდა პლაზმაში 100%-ით 24 საათის შემდეგ მეტოტრექსატის შეყვანიდან), კალციუმის ფოლინატის დანიშვნა წარმოებს დოზით 150 მგ ინტრავენურად საათში ერთხელსანამ მეტოტრექსატის დონე პლაზმაში არ გახდება მკM-ზე ნაკლებიშემდგომში კალციუმის ფოლინატი შეყავთ 15 მგ ინტრავენურად საათში ერთხელსანამ მეტოტრექსატის დონე არ დაიწევს 0.05მკM-ზე უფრო ქვევით.

აუცილებელია ერთდროული ჰიდრატაცია და ნატრიუმის ბიკარბონატის შეყვანა (სანამ შარდის pH არ გახდება 7.0 და უფრო მეტი), სანამ მეტოტრექსატის დონე არ დაიწევს 0.05 მკM-ზე უფრო ქვევით.

გამოხატული ტოქსიკური მოვლენების დროსკალციუმის ფოლინატით მკურნალობა გრძელდება დამატებით კიდევ 24 საათი (14 თანმიმდევრული დოზა 84 საათის განმავლობაში). არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის პარენტერული შეყვანათუ 24 სთ-ის განმავლობაში კრეატინინის მნიშვნელობა პლაზმაში გაიზარდება 50%-ითან თუ მეტოტრექსატის დონე 24 სთ-ის შემდეგ აჭარბებს 0.05 მკM, კალციუმის ფოლინატის დოზას ზრდიან 100 მგ/კვ.მ ყოველ სთ-შისანამ მეტოტრექსატის დონე არ გახდება 0.01მკM-ზე ნაკლები.

მეგალობლასტური ანემიის დროსრომელიც გამოწვეულია ფოლის მჟავას დეფიციტითკალციუმის ფოლინატი ინიშნება დოზით მგ/დღეში.

გვერდითი მოვლენები

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივპერორალური მიღებისას გულისრევაღებინება (ამ შემთხვევაში პრეპარატი შეყავთ პარენტერულად).

ალერგიული რეაქციებიურტიკარიაანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

მეგალობლასტური ანემიაგამოწვეული ვიტამინი B12-ის დეფიციტით.

ორსულობა და ლაქტაცია

აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს პრეპარატის გამოყენების სარგებლობა დედისათვის და პოტენციური რისკი ნაყოფისათვისლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ მეტოტრექსატით მკურნალობისასროდესაც აღინიშნება ტოქსიკურობის კლინიკური ნიშნები და ლაბორატორიული ცვლილებებიუნდა გამოირიცხოს მეტოტრექსატის კონცენტრაციის გაზრდა პლაზმაში სხვა სამკურნალო საშუალებებთან მისი ურთიერთქმედებისასრომლებიც აფერხებენ მეტოტრექსატის გამოყოფასან გამოდევნიან მას პლაზმის ალბუმინებთან კავშირიდან.

♦ კალციუმის ფოლინატი სიფრთხილით ინიშნება ასციტისდეჰიდრატაციისექსუდატური პლევრიტისთირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს.

♦ მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესში საჭიროა თირკმელების ფუნქციის კონტროლი.

♦ მეტოტრექსატის შემთხვევითი ჭარბი დოზირებისას კალციუმის ფოლინატით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთრომ მან შეიძლება გაახშიროს ეპილეფსიური შეტევების სიხშირევინაიდან კალციუმის ფოლიანტი ამცირებს კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების ეფექტურობას.

სხვა წამლებთან ურთიეთრქმედება

კალციუმის ფოლიანტის და ფენობარბიტალისან დიფენინის ერთდროული გამოყენება იწვევს ამ უკანასკნელთა მოქმედების ეფექტის შემცირებას.

პრეპარატის ფტორურაცილთან ერთდროული გამოყენება აძლიერებს უკანასკნელის თერაპიულ და ტოქსიკურ მოქმედებას

კომენტარის დამატება