Meds.ge » ყველა წამალი » კალგელი / kalgeli / CALGEL

კალგელი / kalgeli / CALGEL

80

აღწერილობა
კალგელი კბილების ამოჭრის გელი gsk GlaxoSmithKline

პრეზენტაცია
კალგელი კბილების ამოჭრის გელი შეიცავს:
ლიგნოკაინის ჰიდროქლორიდი 0.33% w/w
ცეტილპირიდინის ქლორიდი 0.10% w/w
ღია ყვითელი, წყალში ხსნადი უშაქრო ფუძე

ჩვენებები
კალგელი კბილების ამოჭრის გელი ნაჩვენებია კბილების ამოჭრის დროს. კალგელი კბილების ამოჭრის მოქმედებს სწრაფად, ამსუბუქებს ტკივილს კბილების ამოჭრისას და ჩვილ ბავშვებში ღრძილების ტკივილს. მას ასევე გააჩნია სუსტი ანტისეპტიკური თვისებები.

დოზირება და მიღების წესები
კალგელი კბილების ამოჭრის გელის მცირე რაოდენობა, დაახლოებით დუიმის 1/3 (7.5 მმ), იდება სუფთა თითის წვერზე და ისმება ღრძილის დაზიანებულ ადგილზე. საჭიროების შემთხვევაში ამ პროცედურის გამეორება შეიძლება 20 წუთიანი ინტერვალით, დაახლოებით 6 აპლიკაცია დღეში. კალგელის კბილების გელის გამოყენება რეკომენდებულია ბავშვებში 3 თვის ასაკიდან.

უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები.
უკუჩვენებები
კალგელი კბილების ამოჭრის გელის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში, რომლებსაც აქვთ ალერგია ლიგნოკაინის ჰიდროქლორიდის, ცეტილპირიდინის ქლორიდის ან თვითონ პროდუქტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები
არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება რაიმე არასასურველი ეფეტის გამოვლენის ან დოზის გადაჭარბების გამოვლენის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

გვერდითი და უარყოფითი ეფექტები
ინსტრუქციის მიხედვით პრეპარტის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტები არ ვლინდება, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს ლიგნოკაინის მიმართ თუ მკურნალობის პროცესში სავარაუდოა ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების გამოვლენა, კალგელის კბილების ამოჭრის გელის გამოყენება უნდა შეწყდეს.

ფარმაცევტული თავისებურებანი
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით

კომენტარის დამატება