Meds.ge » ყველა წამალი » ფლუკორტა / flukorta / Flukorta

ფლუკორტა / flukorta / Flukorta

72

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება : 10 მლ სიროფი შეიცავს 50 მგ ფლუკონაზოლს

დამხმარე ნითიერებები: საქაროზა, არაკრისტალური სორბიტოლი, გლიცეროლი, პროპილენ გლიკოლი,

ჰიდროქლორიდის მჟავა, გამხსნელი, ნატრიუმის ბენზოატი (Е 211), მარწყვის გემოს დანამატი, გამოხდილი წყალი.

 

  1. რას წარმოადგენს  პრეპარატი  ფლუკორტა  და რისთვის გამოიყენება იგი:

ფლუკორტა  მიეკუთვნება ანტიფუნგინალური პრეპარატების ჯგუფს, რომლის აქტიურ სუბსტანციას წარმოადგენს ი.

პრეპარატი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ , ასევე კანდიდური წარმოშობის ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით. სოკოვანი ინფექციების წარმოშობის ძირითად წყაროს კანდიდა წარმოადგენს.

მოზრდილები:

სოკოვანი ინფექციების დროს:

- კრიპტოკოკული მენინგიტი -ძვლის ტვინის სოკოვანი დაავადება;

- კოკციდიოდომიკოზი - ბრონქოპულმონალური სისტემის სოკოვანი დაავადება;

- კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომელიც შესაძლოა აღმოჩენილი იქნას სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (გული, ფილტვები) და ურინარული ტრაქტი ;

- სოკოვანი სტომატიტი - პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექცია, ყელში და პირში გამონაყარი, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს პროთეზების გამოყენების გამო;

- გენიტალური სტომატიტი - ვაგინის ან პენისის სოკოვანი ინფექცია ;

-  კანის სოკოვანი დაავადებები - ათლეტური ტერფი, ლიქენა, მუნი, ფრჩხილის სოკოვანი დაავადება.

პრეპარატი ფლუკორტა შეიძლება ასევე გამოყენებული იქნას რათა:

- რათა თავიდან ავიცილოთ კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივი;

- რათა თავიდან ავიცილოთ კანის სოკოვანი დაავადებების რეციდივი;

- რათა თავიდან ავიცილოთ გენიტალური სოკოვანი ენფექციების რეციდივი;

- რათა თავიდავ ავიცილოთ განმეორებით ინფექციები( როცა პაციენტი დასუსტებულია ან დაქვეითებული აქვს იმუნური სისტემა)

ბავშვები და მოზარდები (0-დან -17 წლამდე):

- ლორწოვანი გარსის კანდიდოზი-პირის ღრუსა და ყელის სოკოვანი ინფექცია;

- კანდიდური წარმოშობის ინფექციები, რომელიც შესაძლოა აღმოჩენილი იქნას სისხლში, სხეულის სხვადასხვა ორგანოებში (გული, ფილტვები) და ურინარული ტრაქტი;

- კრიპტოკოკული მენინგიტი - ძვლის ტვინის სოკოვანი დაავადება.

პრეპარატი ფლუკორტა შეიძლება ასევე გამოყენებული იქნას:

- განმეორებითი სოკოვანი ინფექციების თავიდან ასაცილებლად (როცა პაციენტი დასუსტებულია ან დაქვეითებული აქვს იმუნური სისტემა);

- კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

2.რა უნდა ვიცოდეთ  ვიდრე ფლუკორტას  მივიღებდეთ:

არ მიიღოთ ფლუკორტა თუ თქვენ:

- ალერგიული ხართ მისი აქტიური სუბსტანციის ან რომელიმე მისი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

 

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:

შეატყობინეთ ექიმს თუ:

-  გაწუხებთ ღვიძლის ან თირკმლის პრობლემები;

-  გაწუხებთ გულის დაავადებები, მათ შორის არითმია;

-  სისხლში დარღვეული გაქვთ კალიუმის, კალციუმის ან მაგნიუმის შემცველობა;

 

 

ფლუკორტას ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან:

პრეპარატის მიღება შეგიძლიათ როგორც საკვებთან ერთად ისე მის გარეშე.

ორსულობა და ლაქტაცია:

თუ ხართ ორსულად, გეგმავთ დაორსულებას ან ეჭვობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პოლფარმექსი არ უნდა იქნას მიღებული ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, გარდა იმ შემთხვევისა თუ ეს რეკომენდირებულია ექიმის მიერ.

სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა:

ყურადღებით უნდა მივიღოთ ეს პრეპარატი,გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.

  1. გამოყენებისწესი და დოზირება:

მიიღოთ ყოველთვის დღის ერთსა და იმავე დროს.

რეკომენდირებული დოზირების სქემა სხვადასხვა ინფექციების დროს არის შემდეგი:

ჩვენებები

დოზირება

კრიპტოკოკული მენინგიტი

400 მგ პირველ დღეს, შემდეგ 200-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში 6-დან 8 კვირამდე ,

შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც, თუ საჭიროება მოითხოვს, ზოგჯერ დოზა შეიძლება გაიზარდოს 800მგ-მდე.

კრიპტოკოკული ინფექციის რეციდივის შესაჩერებლად:

200 მგ ერთჯერ დღეში,ექიმის მიერ განსაზღვრული მკურნალობის დასრულებამდე.

კოკციდიოიდომიკოზი

200-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში 11-დან 24 თვემდე გამნავლობაში, შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც, თუ

საჭიროება მოითხოვს, ზოგჯერ დოზა შეიძლება გაიზარდოს 800მგ-მდე.

შინაგანი ორგანოების კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ

800მგ პირველ დღეს,ხოლო შემდეგ 400

მგ ერთხელ დღეში, ვიდრე ექიმი არ გადაწყვეტს შეწყვეტას.

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი, მათ შორის პირის ღრუსა და ხახის,კ ბილის პროტეზთან დაკავშირებული დაზიანებები

200-დან 400 მგ-მდე პირველ დღეს, ხოლო შემდეგ 100მგ-დან 200მგ-მდე

ერთხელ დღეში, ვიდრე ექიმი არ გადაწყვეტს შეწყვეტას.

სოკოვანი სტომატიტი -დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ლოკალიზაციაზე

50მგ-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში 7-დან 30

დღემდე განმავლობაში ექიმის გადაწყვეტილებით.

პირის ღრუსა და ყელის სოკოვანი სტომატიტის პრევენციისათვის

100მგ-დან 200მგ-მდე ერთხელ დღეში ან 200 მგ 3-ჯერ კვირაში

იმ დროის განმავლობაში, ვიდრე თქვენ ხართ სოკოვანი ინფექციით დაინფიცირების რისკის ქვეშ.

გენიტალური კანდიდოზის  სამკურნალოდ

150მგ ერთჯერადი დოზა

ვაგინალური სტომატიტის რეციდივის პრევენციისათვის

150მგ ყოველ მესამე დღეს სულ სამჯერ (1, მე-4 და მე-7 დღეს) და შემდეგ

კვირაში ერთხელ იმ დროის განმავლობაში, ვიდრე თქვენ იმყოფებით ინფექციით დაინფიცირების რისკის ქვეშ.

კანის და ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ

დოზირება დამოკიდებულია ინფექციის ხარისხზე და

განისაზღვრება შემდეგნაირად: 50მგ ერთხელ დღეში, 150მგ ერთხელ კვირაში, 300-დან 400მგ-მდე ერთხელ კვირაში 1-4 კვირის განმავლობაში

(ტერფის მიკოზების დროს მკურნალობის გაგრძელება სასურველია 6 კვირამდე,ხოლო ფრჩხილების სოკოვანი დაავადებების დროს კი მკურნალობა გრძელდება არაინფიცირებული ფრჩხილის ამოსვლამდე)

კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი დაავადების პრევენცია(თუ პაციენტის იმუნური სისტემა დასუსტებულია და იგი  ფუნქციონირებს არასწორად)

200-დან 400მგ-მდე ერთხელ დღეში ვიდრე თქვენ

იმყოფებით დაინფიცირების რისკის ქვეშ.

 

მოზარდები 12-დან 17 წლამდე ასაკის:    

დოზირება დანიშნული უნდა იყოს ექიმის მიერ (როგორც ბავშვებში ასევე მოზარდებში).

28 კვირიდან  11 წლამდე ასაკის ბავშვები:

მაქსიმალური დღიური დოზა განისაზღვრება 400მგ-ით ერთჯერ დღეში.

დოზა დამოკიდებულია ბავშვის წონაზე.

ჩვენებები

დღიური დოზა

კანდიდოზური წარმოშობის ყელის და პირის ღრუს სოკოვანი ინფექციების დროს-დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია

ინფექციის ხარისხსა და ლოკალიზაციაზე

დღიური დოზა განისაზღვრება კგ-ზე 3მგ-ით (შესაძლებელია 6მგ-ის მიცემა პირველ დღეს)

 

კრიპტოკოკული მენინგიტი ან შინაგანი კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი ინფექცია

6მგ-დან 12 მგ-მდე კგ-ზე სხეულის წონაზე

გადაანგარიშებით.

კანდიდოზური წარმოშობის სოკოვანი ინფექციის პრევენციისათვის (როდესაც იმუნური სისტემა დაქვეითებულია და ფუნქციონირებს არასათანადოდ )

3მგ-დან 12 მგ-

მდე 1 კგ-ზე სხეულის წონაზე გადაანგარიშებით.

 

დოზირება ახალშობილებში (0-დან 4 თვემდე):

ახალშობილები  (3-დან 4 კვირამდე):

დოზირება არის იგივე რაც ზემოთ აღნიშნული, მხოლოდ ინიშნება მაქსიმუმ 48 საათში ერთხელ მაქსიმალური დოზა არის 12მგ კგ-ზე გაანგარიშებით.

2 კვირამდე  ასაკის  ახალშობილები :

დოზირება არის იგივე და ინიშნება მაქსიმუმ 3 დღეში ერთხელ. მაქსიმალური დოზა არის 12 მგ კგ-ზე გადაანგარიშებით, ყოველ 72 საათში ერთხელ.

 

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში:

დოზირება დამოკიდებულია თირკმლის  ფუნქციონირებაზე, ექიმს შეუძლია დოზის შეცვლა.

  1. შესაძლოგვერდითი მოვლენები:

ყველა მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატსაც აქვს თავისი გვერდით ეფექტები,თუმცა ისინი ყველას არ უნვითარდება.ზოგიერთ პაციენტს შესაძლებელია განუვითარდეს ალერგიული რეაქციები,  თუ ქვემოთ ჩამოთვლილი რექციებიდან რომელიმეს შეამჩნევთ,დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

საერთო გვერდით მოვლენები (ვლინდება 100 დან 1-10 პაციენტში) :

-  თავის ტკივილი;

-  მუცლის დისკომფორტი, დიარეა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება;

- ღვიძლის დაზიანებები, კანის და თვალების გაყვითლება;

- გამონაყარი

 

  1. როგორ შევინახოთ ფლუკორტა:

შეინახეთ სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ 25° C-ზე  დაბალ ტემპერატურაზე.

როგორ გამოიყურება ფლუკორტა და რას შეიცავს შეფუთვა:

მარწყვის გემოს სიროფი. 

პერორალური გამოყენებისთვი

 

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ 25° C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 8 თვის განმავლობაში

კომენტარის დამატება