Meds.ge » ყველა წამალი » სინულან დუო ფორტე / sinulan duo forte / Sinulan Duo

სინულან დუო ფორტე / sinulan duo forte / Sinulan Duo

109

სინულან დუო ფორტე წარმოადგენს ორმაგი მოქმედების მქონე მცენარეული ექსტრაქტების ბალანსირებულ კომპლექსს.
· უზრუნველყოფს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების სიჯანსაღეს და აძლიერებს იმუნურ სისტემას;
· ამცირებს მწვავე რესპირატორული დაავადებების განვითარების რისკს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

 

დიდგულას ყვავილის ექსტრაქტი (Sambucus nigra) - ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული, ოფლმდენი და ანტიოქსიდანტური მოქმედებით აუმჯობესებს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ფუნქციობას. მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ასევე ყელისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროს ახდენს სიმპტომების სწრაფ კუპირებას.

ქერიფქლას ყვავილის ექსტრაქტი  (Verbascum thapsus) - ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი და ლორწოვანი გარსის დამარბილებელი მოქმედებით. ეფექტიანია ზედა სასუნთქი გზების კატარისა და ძლიერი ხველის დროს. პირის ღრუს, ყელის, ხახისა და ხმის იოგების ანთებითი დაავადებებისას ამცირებს სიმპტომებს, მტკივნეულ რეფლექსს, სპაზმსა და შეშუპებას.

ყვითელი გენტელიანის ფესვის ექსტრაქტი (Gentiana lutea) - ხასიათდება სპაზმოლიზური, მუკოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებით. ამდიდრებს ორგანიზმს ენერგიით.

სამკურნალო ვერბენას ექსტრაქტი (Verbena officinalis) - ამცირებს რესპირატორულ ტრაქტში ლორწოს სიბლანტეს და გამოყოფას, ხელს უწყობს ამოხველებას და აადვილებს სუნთქვას. აძლიერებს იმუნურ სისტემას და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

 

ჩვენებები:
· ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების (ლარინგიტი, ფარინგიტი, რინიტი, ტონზილიტი, ტრაქეიტი) პრევენცია და კომპლექსურ თერაპიაში.
· ქვედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების (მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქიოლიტი) კომპლექსური თერაპია.
· პირის ღრუსა და ყელის ლორწოვანი გარსის ანთება.
· მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, რომელსაც თან ახლავს სქელი სეკრეტის წარმოქმნა.
· გრიპის, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული სიმპტომების: ცხელება, თავისა და ყელის ტკივილი, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან, შემაწუხებელი ხველა (მშრალი ან ნახველიანი), ასთენია, კუნთებისა და თავის ტკივილი, პრევენცია და კომპლექსურ თერაპიაში;
· სეზონური ალერგიული რეაქციებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელება, ხველა, ცემინება და გაძლიერებული ლორწოს სეკრეცია.
სინულან დუო ფორტე განკუთვნილია მოზრდილებისათვის და ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან.

დღიური დოზა შეიცავს:

შემადგენლობა

1 აბი შეიცავს

2 აბი შეიცავს

ნასტურციის ექსტ. (Tropaeolum majus, Herb Extract min.7:1)

171,4 მგ

342,8 მგ

პირშუშხას ფესვების ექსტ. (Armoracia rusticana, root extract 10:1)

48,0 მგ

96,0 მგ

დიდგულას ყვავილის ექსტ, (Sambucus nigra, flower extract min. 4:1)

25,0 მგ

50,0 მგ

სამკურნალო ვერბენას ექსტ. (Verbena officinalis, herb extract 5:1)

25,0 მგ

50,0 მგ

ყვითელი გენტელიანის ფესვის ექსტ. (Gentiana lutea, root extract 5:1)

25,0 მგ

50,0 მგ

ქერიფქლას ყვავილის ექსტ. (Verbascum thapsiforme, flower extract 5:1)

25,0 მგ

50,0 მგ


დამხმარე ნივთიერებები:
შეწებების საწინააღმდეგო აგენტები: ცელულოზა, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი; სტაბილიზატორები: კარბოქსიმეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილის მეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი; საღებავები: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი და ჰიდროქსიდი; ტრიგლიცერიდები.

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
· 6 წლიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 აბი 1-ჯერ დღეში.
· 12 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში: 1 აბი 2-ჯერ დღეში.
მიღება რეკომენდებულია ყოველდღიურად, კვების დროს, წყლის მიყოლებით. კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.

სიფრთხილის ზომები:
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი საშუალება. არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:
მოცემული დოზებით არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან:
მოცემული დოზებით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ, მშრალ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 250C-ზე

კომენტარის დამატება