Meds.ge » ყველა წამალი » ლინკუსის საწუწნი ტაბლეტები / linkusis sawuwni tabletebi / linkus cough lozenges

ლინკუსის საწუწნი ტაბლეტები / linkusis sawuwni tabletebi / linkus cough lozenges

59

სამკურნალწამლო ფორმა

საწუწნი ტაბლეტები (პიტნის, ფორთოხლის, თაფლი და ლიმონის, ალუბლის).

1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ძარღვიანი ადჰადოტას ფოთლების თხევდი ექსტრაქტი 0,625 მლ კრისტალური მენთოლი 5მგ

დამხმარე ნივთიერებები: იზომალტი, ასპარტამი, ლიმონმჟავა, ასკორბინის მჟავა, ევკალიპტის ზეთი.

საწუწნ ტაბლეტებში პიტნის არომატით დამატებულია: თეთრი საღებავი, პიტნის არომატიზატორი.

საწუწნ ტაბლეტებში ფორთოხლის არომატით დამატებულია: ყვითელი საღებავი, ფორთოხლის არომატიზატორი.

საწუწნ ტაბლეტებში თაფლისა და ლიმონის არომატით დამატებულია: შოკოლადისფერ- ყავისფერი საღებავი, საღებავი „ლაიმი“, ლიმონის არომატიზატორი.

საწუწნ ტაბლეტებში ალუბლის არომატით დამატებულია: წითელი საღებავი, ალუბლის არომატიზატორი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ლინკუსის საწუწნი ტაბლეტები-კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მისი კომპონენტების თვისებებით. ძარღვიანი ადჰადოტა შეიცავს ეთერზეთებს , ვიტამინებს, ალკალოიდებს, მათ შორის ვაზიცინს, ვაზიცინოლს და

ვაზიცინონს. ამ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს გააჩნიათ მუკოლიზური (ამცირებენ სეკრეტის სისქეს და სიბლანტეს) ანთების საწინააღმდეგო, ბრონქოლიზური (ხსნიან ბრონქოსპაზმს, ამსუბუქებენ სუნთქვას) და ამოსახხველებელი (ასტიმულირებენ სურფაქტანტის სინთეზს, რომელიც აუმჯობესებს ალვეოლური უჯრედების ფუნქციას, ზრდის ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას და აჩქარებს ნახველის გამოყოფას ) თვისებები.

გარდა ამისა, გააჩნიათ ასთმის საწინააღმდეგო მოქმედება, იცავს ჰისტამინის მოქმედებით გამოწვეული ბრონქოსპაზმისაგან.

მენთოლს აქვს ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური და დამაშვიდებელი ეფექტი; ის ამცირებს ანთებას და აადვილებს ყლაპვას. ადგილობრივ მოქმედებას თან ახლავს სისხძარღვების შევიწროება, მსუბუქი წვის შეგრძნებაში გარდამავალი სიგრილის შეგრძნება. ანტისეპტიკური მოქმედება მიიღწევა მიკრობული უჯრედების შერჩევითი განადგურებით. საწუწნ ტაბლეტებში შემავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს აქვთ კომპლექსური ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.  საწუწნი ტაბლეტები ნელა უნდა გადნეს, ამ დროს სამკურნალო ნივთიერება თანაბრად მოეფინება ხახის ლორწოვან გარსს, ამსუბუქებს ანთებას და ყელის ტკივილს. შესამჩნევად ამცირებს ხველის ხანგრლივობას და სიმძიმეს. გარდა ამისა, ის შეიწოვება პირის ღრუში და აქტიური ინგრედიენტები ახდენენ ანთების საწინააღმდეგო და ამოსახველებელ მოქმედებას ქვედა სასუნთქი გზების მიმართ. 

 

გამოყენების ჩვენებები: 
გამაღიზიანებელი ხველა და ყელის ტკივილი , მდგომარეობები როგორიცაა ბრონქიტი (მწვავე ქრონიკული), ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეობრონქიტი.

 

გამოყენების მეთოდი და დოზები

მოზრდილებში: 1 საწუწნი ტებლეტი ყოველ 2-3 საათში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-8 საწუწნი ტაბლეტი ყოველ 4-5 საათში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა-4 საწუწნი ტაბლეტი.

ნელა გაადნეთ მთლიანად დაშლამდე.

მკურნალობის კურსი 3-5 დღე.

 

გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები

პრეპარატი უკუჩვენებებია პრეპარატის კომპონენტების მიმართ ზემგრძნობელობის შემთხვევაში  5 წლის ასაკის ბავშვებში.

 

წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის რეკომენდირებული ერთდროული მიღება ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად (მაგ.კოდეინი), რაც იწვევს ნახველის გამოყოფის შემცირებას.

 

სპეციალური ინსტრუქციები

სამკურნალო საშუალების სატრასპორტო საშუალების მართვის ან პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ემოქმედების თავისებურებები
პრეპარატი არ იწვევს ძილიანობას და ფსიქომოტორული რეაქციების შენელებას, ასე რომ ის

შეიძლება გამოყენებული იქნას იმ პირების მიმართ რომელთა საქმიანობაც დააკავშირებულია ტრანსპორთთან და სხვა მექანიზმებთან

დოზის გადამეტება არ არის გამოვლენილი


გამოშვების ფორმა და შეფუთვა

8 პასტილა ალუმინის/პოლივინილიდენქლორიდის ბლისტერში

გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეფუთვაში.

 

შენახვის პირობები 

შეინახეთ არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე,ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა 3 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული/მინიჭებული ვარგისანობის ვადის გასვლის შემდეგ

 

აფთიაქიდან გაშვების პირობები

III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება