Meds.ge » ყველა წამალი » პინი პლუსი / pini plusi / Pini plus syrup

პინი პლუსი / pini plusi / Pini plus syrup

58

უზრუნველყოფს სასუნთქი სისტემის ჯანმრთელობას;

ამცირებს ანთებით პროცესებს ყელში;

ახასიათებს გამოხატული ამოსახველებელი მოქმედება;

ფიჭვის გირჩების კვირტებისა და ბეგქონდარას  აქტიური კომპონენტები ამსუბუქებს ყელში მიმდინარე ანთებით პროცესებს და უზრუნველყოფს ამოხველებასა და  თავისუფალ სუნთქვას.

შემადგენლობა:
ფიჭვის გირჩების კვირტების სიროფი,ბეგქონდარას ექსტრაქტი( ალკ.5,5 %)

დოზირება და გამოყენების წესი:

ბავშვებში 3  წლის ზემოთ: 1 ჩაის კოვზი(5მლ) დღეში.

12წლის ზემოთ და მოზრდილებში: 1 ჩაის კოვზი (5მლ) 4 ჯერ დღეში.

პროდუქტის შენახვის დროს შესაძლებელია წარმოიქმნას ნალექი,რაც დამახასიათებელია ბუნებრივი მცენარეული პროდუქტებისათვის და რომელიც არ ამცირებს  მის ხარისხს.

გამოყენების წინ საჭიროებს შენჯღრევას!

 

შემადგენლობა 5 მლ-ში:

ფიჭვის გირჩების კვირტების ექსტრაქტი 4,4 მლ (5715 მგ)

ბეგქონდარას ექსტრაქტი 0,6 მლ (635 მგ)

 

- არ შეიცავს გლუტენს;

- არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს;

- GMP სერტიფიკატი;

სიფრთხილით გამოიყენება:
მომატებული მგრძნობელობის დროს პროდუქტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ სადღეღამისო დოზას.

არ ინახება შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ინახება გრილ ,მშრალ ადგილას  25°C ტემპერატურამდე.

ინახება ბავშვებისადმი მიუწვდომელ ადგილას.

კომენტარის დამატება