Meds.ge » კლინიკები » სტომატოლოგიური კლინიკა ეფლდენტი
ინგლისურის მასწავლებელი თქვენთვის!

სტომატოლოგიური კლინიკა ეფლდენტი

მდებარეობა
map pin თბილისი, ფალიაშვილის ქ. 118
$ENTRY_TITLE$
სტომატოლოგიური კლინიკა ეფლდენტი
გახსნა/დახურვა გაიგე მეტი კლინიკის შესახებ

ცოტა რამ ჩვენი კლინიკის შესახებ

სტომატოლოგიური კლინიკა ,,ეფლდენტი“ ბაზარზე არსებობს 2009 წლიდან. კლინიკა არის ამერიკულ სტომატოლოგიური ასოციაციის წევრი. იგი აღჭურვილია ევროპული ხარისხის აპარატურითა და მასალებით. სტომატოლოგიური მასალები, როგორიცაა ბჟენები და კბილის სამკურნალო სხვა საშუალებები, წარმოადგენს ამერიკული, ინგლისური, შვეიცარული და გერმანული წარმოების პროდუქციას. კლინიკა თანამშრომლობს 8 სადაზღვევო კომპანიასთან (არდი, ირაო, აისი, პსპ, ქართუ, უნისონი, სტანდარტ დაზღვევა, გიპიაი-ის თავდაცვის თანამშრომლებზე), ასევე სტუდენტური ფასდაკლებები განათლების სამინისტროს მემორანდუმით.

ის რაც განასხვავებს ჩვენს კლინიკას საქართველოში არსებულ კლინიკებისგან არის ის, რომ საქართველოში მხოლოდ ჩვენ გვაქვს ბოლო თაობის ,,ნასას“ ტექნოლოგიით დამზადებული ლაზერული ,,WATERLISE IPLUS” აპარატი, რომლითაც შესაძლებელია უანესთეზიოდ(ნემსის გარეშე), უმტკივნეულოდ კბილთან შეხების გარეშე დაიბჟინოთ კბილი, ჩაიტაროთ ქირურგიული ოპერაციები უსისხლოდ, უანესთეზიოდ, უმტკივნეულოდ. გვაქვს ,,VIP” კაბინეტი, სადაც თქვენ არ ხვდებით სტომატოლოგიურ სავარძელზე, არამედ ჯდებით სამასაჟე სავარძელზე, იტარებთ მასაჟს, უყურებთ ფილმს ან უსმენთ მუსიკას და ბორმანქანის გარეშე ,კბილთან შეხების გარეშე უანესთეზიოდ (უმტკივნეულოდ) იბჟენთ კბილს. ეს აპარატი თვითონ ცნობს დაზიანებულ ქსოვილს და მხოლოდ მას ამუშავებს, ამით იზოგება კბილის ქსოვილი, თავადვე ახდენს დასამუშავებელი არის სრულ სტერილიზაციასრაც იცავს კბილს შემდგომი გართულებისგან.

კლინიკა ,,ეფლდენტი“გთავაზობთ ყველა სახის სტომატოლოგიურ მომსახურეობებს: ბავშვთა და მოზრდილთა თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, ინპლანტოლოგია, პარადონტოლოგია (ღრძილების მკურნალობა უახლესი აპარატურით), ფიზიო-თერაპია; ადგილზე არის შესაძლებელი ალერგიული სინჯების გაკეთება ალერგოლოგის კონსულტაციით, ასევე გთავაზობთ ესთეტიკურ სტომატოლოგიას (ჰოლივუდური ღიმილი) კბილის გათეთრების მეთოდებს.

    კლინიკაში განვითარებულია სამედიცინო ტურიზმი, რაც მოიცავს შემდეგი სახის მომსახურეობებს:

1) აეროპორტში დახვედრა,

2)სასტუმროში განთავსება,

3)მკურნალობის დაგეგმარება,

4)კლინიკაში ჩამოსული ტურისტების დანიშნულ დროზე მიყვანა,

5)სტომატოლოგიური მომსახურეობის მიღება,

6)ექსკურსიები 

7)სასტუმროდან აეროპორტში გაცილება.

        კლინიკაში არის თანამედროვედ აღჭურვილის სასტერილიზაციო კაბინეტი, სადაც ხდება ინსტრუმენტების სტერილიზაცია უმაღლეს დონეზე, რაც პაციენტების დაინფიცირების რისკს 0%-მდე ამცირებს.

    კლინიკაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ლიცენზირებული ექიმები, რომლების სტაჟირებას გადიან ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში. ექიმების პროფესიონალური, მეგობრული, კეთილგანწყობილი და  ინდივიდუალური მიდგომა ქმნის სასიამოვნო გარემოს კლინიკაში ვიზიტის დროს.

კომენტარები

user avatar servisebi.ge