Meds.ge » ყველა წამალი » ფიტობრიუ / fitobriu / Phytobru

ფიტობრიუ / fitobriu / Phytobru

58
საკვები დანამატი
ფიტობრიუ-სიროფი შეიცავს ნატურალურ აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც ამცირებს ხველას და ყელის ტკივილს.
შემადგენლობა
აქტიური კომპონენტები:
• ნედლი ფიჭვის თხიერი ექსტრაქტი (Pinus sylvestris L.) 3 %,
• ევკალიპტოლი 0.04 %,
• ალთეს თხიერი ექსტრაქტი (Althea officinalis L.) 3 %.
სხვა ინგრედიენტები: დამატკბობელი (E240), გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, კონსერვანტი (E219).

თვისებები
ნედლი ფიჭვის თხიერი ექსტრაქტი - ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება სუნთქვის
ორგანოებზე, ძველი დროიდან გამოიყენება ტრადიციულ მედიცინაში.
ევკალიპტოლი - ევკალიპტის ფოთლების არომატული ზეთი, ახასიათებს დამარბილებელი და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
ალთეს თხიერი ექსტრაქტი - ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება სუნთქვის ორგანოებზე, გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების გაღიზიანების შესამცირებლად და ხველის შესამსუბუქებლად. 

გამოყენების მეთოდი:
ფლაკონის გასახსნელად დააჭირეთ სახურავს და მოატრიალეთ საათის ისრის მიმართულებით.
2-10 წლის ბავშვებში:
- 1 დესერტის კოვზი (10მლ) 6 საათში ერთხელ.
მოზრდილები და 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
- 1 სუფრის კოვზი (15მლ) 6 საათში ერთხელ.
- ფიტობრიუ შეიძლება გაიხსნას სასმელ წყალში ან წვენში.

მიღების შეზღუდვა
• მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
• ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი - ექიმის კონსულტაციის შემდეგ.
•  2 წლამდე ასაკის ბავშვები.

გაფრთხილებები
• არ გამოიყენოთ საკვები დანამატი სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების
შემცვლელად.
• მუდმივი ხველის ან შემდგომი ცხელების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
• არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
•  შეიცავს დამატკბობელს. ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი.
• არ შეიცავს შაქარს.
• ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-25°C), სინათლისგან დაცულ ადგილზე  ორიგინალურ შეფუთვაში

კომენტარის დამატება