Meds.ge » ყველა წამალი » პროქტალურონი / proqtaluroni / Proctaluron

პროქტალურონი / proqtaluroni / Proctaluron

68

საშუალების აღწერილობა და შემადგენლობა

ერთი რექტალური სანთელი შეიცავს:

ნატრიუმის ჰიალურონატი 5,90 მგ (ჰიალურონის მჟავას 5,00 მგ ექვივალენტური), მყარი ცხიმი, აზიური ცენტელას ზეთოვანი ექსტრაქტი, ალოეს ცხიმში ხსნადი ექსტრაქტი, კალენდულის ზეთოვანი ექსტრაქტი, ჩაის ხის ზეთი,  ბუთილირებული ჰიდროქსიტოლუოლი,

პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, იზობუთილპარაჰიდროქსიბენზოატი,

ბუთილპარაჰიდროქსიბენზოატი.

 

აღწერილობა

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის უსუნო სანთელი.

 

გამოყენების სფერო

ჰიალურონის მჟავა არის მუკოპოლისაქარიდი, ბუნებრივი ბიოპოლიმერი, რომელიც არის უჯრედშორის შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტი. მისი ფიზიკური და ბიოქიმიური თვისებები ხელს უწყობენ სხვა მოლეკულებთან და უჯრედებთან ურთიერთქმედებას, რაც მნიშვნელოვანს ხდის ჰიალურონის მჟავას მონაწილეობას გარკვეულ ბიოლოგიურ პროცესებში. ჰიალურონის მჟავა შედის რეაქციაში მოლეკულებთან და მნიშვნელოვანია კანის ტონუსის და ელასტიურობის შენარჩუნებისთვის.  პროტეოგლიკანების მოლეკულებთან ერთად, ჰიალურონის მჟავა ახდენს შემაერთებელი ქსოვილის უჯრედშორისი მასის სტაბილიზებას. ჰიალურონის მჟავას ფიზიკო-ქიმიური თვისებები ჭრილობის ადგილას წარმოქმნიან ფიზიოლოგიურ პირობებს, რომლებიც ხელს უწყობენ შეხორცებას. წარმოადგენს ანორექტალური მილის ლორწოვანი გარსის სწრაფი აღდგენის ხელშემწყობ ფაქტორს.

 

პროქტალურონი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

-ანორექტალური მილის აღდგენა ქირურგიული ჩარევის შემდეგ, შიდა და გარე ბუასილი, ანალური რგოლის ანთება (მათ შორის, ნაპრალები და ანალური ფისტულა). 

 

გამოყენების წესი

რექტალურად. შეყვანამდე საჭიროა ხელების დაბანა, რექტალური სანთლის გამონთავისუფლება (შეფუთვის მაკრატლით გაჭრის გზით). რექტალური სანთელი შეიყვანება უკანა ტანში, სასურველია ოყნის ან კუჭში გასვლის შემდეგ. თუ რექტალური სანთელი ძალიან რბილია, საჭიროა მისი წინასწარ გაციება რამდენიმე წუთის განმავლობაში მაცივარში ან ცივ წყალში (პლასტიკის შეფუთვიდან მის გამონთავისუფლებამდე). ჩვეულებრივ, დოზირება შეადგენს ერთი რექტალური სანთელი დღეში, საღამოს ძილის წინ (ან ექიმის მითითების შესაბამისად). არ შეიძლება შიგნით მიღება.

 

გვერდითი მოქმედება

სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

 

უკუჩვენება

-მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.

 

განსაკუთრებული მითითებები

ადგილობრივი გამოყენების საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის სიმპტომები, ესეთ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა. საჭიროა თავის არიდება თვალებთან კონტაქტისგან.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, პროქტალურონის რექტალური სანთელი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

სამკურნალო საშუალების ზემოქმედების თავისებურებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე

არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე.

 

ჭარბი დოზა

არ გამოვლენილა.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა

5 რექტალური სანთელი პოლივინილქლორიდის და პოლიეთილენის კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

2 კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, სახელმწიფო და რუსულ ენაზე, თავსდება მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, გრილ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!@

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი. 

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

ურეცეპტოდ

კომენტარის დამატება