Meds.ge » ყველა წამალი » ანუკური / anukuri / AnuCure

ანუკური / anukuri / AnuCure

67

AnuCure  - ჰემოროის ინოვაციური კრიოგენული თერაპია

 

საერთაშორისო დასახელება:   Cold applicator, Medical Device class I

გამოშვების ფორმა: AnuCure - აპლიკატორი კონტეინერით, შეფუთვაში ლუბრიკანტთან კომბინაციაში. 

 

შემადგენლობა:

აპლიკატორში მოთავსებული კრიოგენული ნივთიერების შემადგენლობა: 70% წყალი, 25% პროპილენგლიკოლი, 5% ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა. კომბინაცია იძლევა საშუალებას ყინული შენარჩუნდეს 10 წუთის მანძილზე.  

ლუბრიკანტის შემადგენლობა: 99.05% გლიცეროლი, 0.5% წყალი.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰემოროის სამკურნალო საშუალება. AnuCure - Medical Device class I

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

AnuCure ინოვაციური ადგილობრივი კრიოთერაპიის ხარჯზე სწრაფად და ეფექტურად ხსნის ჰემოროის ყველა ძირითად სიმპტომს: ტკივილი და ქავილი უკანა ტანის არეში, სისხლდენა, ჰემოროიდული კვანძების ანთება; ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას. ლუბრიკანტის შემადგენლობაში შემავალ გლიცეროლს აქვს გამოხატული ანტისეპტიკური თვისებები.

 

ჩვენებები: 
AnuCure გამოიყენება შიგნითა და გარეთა ჰემოროის, ასევე ჰემოროის კომბინირებული ფორმების სამკურნალოდ. 

 

მკურნალობის კურსი:
AnuCure გამოიყენება 2-ჯერ დღეში, 3 კვირის მანძილზე.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია Aნუჩურე-ს გამოყენება 6 თვის მანძილზე.

 

გამოყენების წესი:

1. გამოყენებამდე AnuCure-ს აპლიკატორი კონტეინერით თავსდება საყინულეში 2 საათით.

2. მკურნალობის მიზნით: ჰემოროის გარეგანი კვანძების სამკურნალოდ AnuCure-ს აპლიკატორის ოვალური ბოლო 10 წთ-ით თავსდება გარეგანი კვანძების ანთებად ქსოვილებზე. ჰემოროის შიგნითა კვანძების სამკურნალოდ AnuCure-ს აპლიკატორის მოგრძო ცხვირი 10 წთ-ით თავსდება სწორ ნაწლავში. 

გამოიყენება ჰემოროის შიგნითა კვანძების სამკურნალოდ და ჰემოროის გარეთა კვანძების სამკურნალოდ

3. გამოყენების შემდეგ აუცილებელია AnuCure-ს აპლიკატორის წყლით და საპნით გარეცხვა (არ შეიძლება ცხელი წყლის გამოყენება); ასევე შეიძლება აპლიკატორის ნებისმიერი ანტისეპტიკური საშუალებით დამუშავება. 

 

განსაკუთრებული მითითებები:

• AnuCure-ს აპლიკატორის ცხვირის ფორმის შემუშავებისას გათვალისწინებულია სწორი ნაწლავის აგებულების ანატომიური თავისებურებები და ოპტიმალურია თითოეული პაციენტისთვის ასაკის, სიმაღლის და წონისაგან დამოუკიდებლად. 

• გამოიყენება ორსულებში - არშეიწოვება, არ აქვს გვერდითი ეფექტები, დაზიანებულ ქსოვილებთან კონტაქტურია მხოლოდ სიცივე

კომენტარის დამატება