Meds.ge » ყველა წამალი » ტრივიზიონი / trivizioni / Trivision

ტრივიზიონი / trivizioni / Trivision

80

შემადგენლობა:
თევზის ქონი, ვიტამინი С ( კალციუმის ასკორბეტის სახით), გამხმარი მოცვი (ფხვნილი), რაფინირებული ქოქოსის კარაქი, ვიტამინი E ( D- ალფა - ტოკოფეროლის სახით), რაფინირებული პალმის ზეთი, სოიოს ლეციტინი (ემულგატორი, E322), ცხიმოვანი მჟავის მონო და დიგლიცერინები (ემულგატორი, E471), თუთია (თუთიას ციტრატის სახით), ტიტანის დიოქსიდი (მღებავი, E171), ლუთეინი, რკინის III ოქსიდი (მღებავი, E172), კაროტინოიდები, ვიტამინი B2 (რიბოფლავინის ფორმით), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის ფორმით), ვიტამინი B1 (თიამინის მონოჰიდრატის ფორმით), ფოლიუმის მჟავა, ზექსანტინი, ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი), ჟელატინი.

 

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები:

·         კაროტინოიდები – 1,5 მგ:

 ბეტა–კაროტინი – 1,4 მგ

·         თევზის ქონი:

 ეკოცეპენტაგენური მჟავა (ЕРА) – 23 მგ

 დოქოჰესეენენოინის მჟავა (DHA) – 113 მგ

 ომეგა -3 – 150 მგ

· ვიტამინი В1 – 1,1 მგ

· ვიტამინი В2 – 1,4 მგ

· ვიტამინი В6 – 1,4 მგ

· ვიტამინი В12 – 7,5 მკგ

· ვიტამინი С – 100 მგ

· ვიტამინი Е – 12 მგ

· მოცვი – 75 მგ

· ფოლიუმის მჟავა – 400 მკგ

· ბეტა–კაროტინი – 1,4 მგ

· ლუთეინი – 4 მგ

· ზექსანტინი – 0,2 მგ

· თუთია – 5,0 მგ

 

ჩვენებები:

· სხვადასხვა ეტიოლოგიის ბადურის დისტროფიული ცვლილებები;

· მიოპია, განსაკუთრებით მოსწავლეებში;

· სიბნელეში მხედველობის ადაპტირების უნარის დარღვევა;

· თვალის ,,დაღლილობის’’ სინდრომი;

· თვალის სტრუქტურის დაბერების პროცესის პროფილაქტიკა;

· დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის დროს თვალის დაავადებების პროფილაქტიკა;

· ოპერაციული ჩარევის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი;

· აღმდგენი საშუალება თვალის დაავადებების პირველივე ნიშნებიდან და პროფილაქტიკისთვის კონკრეტული პროფესიების დროს, რომლებიც ჭარბ გამოსხივებას უკავშირდება ( მსახიობი, ტელევიზიის თანამშრომელი, კომპიუტერთან ინტენსიურად მომუშავე, რენტგენოლოგი, ალპინისტი, მოთხილამურე და სხვ.).

 

დოზირება:

მოზრდილებმა დღეში 1 კაფსულა ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა – 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში განაგრძეთ მიღება.

რეკომენდირებულია მისი მიღება 12 წლის ასაკიდან.

 

უკუჩვენებები:

· პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური შეუთვისებლობა

· ორსულობა

· ძუძუთი კვება

 

სპეციალური მითითებები:

 

მიღებამდე რეკომენდირებულია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

არ შეიცავს:

გლუტენს

ლაქტოზას

მარილს

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი

კომენტარის დამატება