Meds.ge » ყველა წამალი » ევკაზოლინი აქვა / evkazolini aqva / Evkazolin Aqua

ევკაზოლინი აქვა / evkazolini aqva / Evkazolin Aqua

102

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: ქსილომეტაზოლინი;

1 გ სპრეი შეიცავს 1 მგ ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდს 100% ნივთიერებაზე გაანგარიშებით;

დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი; ევკალიპტის ზეთი; დინატრიუმის ედეტატი; პროპილენგლიკოლი; პოლიეთილენგლიკოლი 1500; პოვიდონი; ჰიპრომელოზა; პოლისორბატი 20; ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, დოდეკაჰიდრატი; კალიუმის დიჰიდროფოსფატი; გასუფთავებული წყალი.

 

სამკურნალწამლო ფორმა. ნაზალური სპრეი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ნაზალური გამფრქვევით აღჭურვილი ტუმბოს დოზატორის საშუალებით ფლაკონიდან გამოსული პრეპარატი იფრქვევა აეროზოლური ჭავლის სახით, რომელსაც აქვს სპეციფიური სუნი და წარმოადგენს ჰაერში დისპერგირებულ სითხის ნაწილაკებს.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ცხვირის ღრუს დაავადებების სამკურნალო საშუალებები. შეშუპების საწინააღმდეგო და ცხვირის ღრუს დაავადებების სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა პრეპარატები. სიმპათომიმეტიკები, მარტივი პრეპარატები.

ათქ კოდი: R01А А07.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ქსილომეტაზოლინი წარმოადგენს α-ადრენერგულ რეცეპტორებზე მოქმედ სიმპათომიმეტურ საშუალებას.

ნაზალური გამოყენების დროს ქსილომეტაზოლინი იწვევს ცხვირის და ცხვირხახის მიმდებარე უბნების ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შევიწროებას, შედეგად ხსნის ცხვირისა და ცხვირხახის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და ჰიპერემიას, ასევე ამცირებს ამით გამოწვეულ ლორწოს გაძლიერებულ სეკრეციას და აადვილებს ცხვირიდან გამონადენის გამოსვლას, რაც იწვევს ნესტოების გასუფთავებას და ცხვირით სუნთქვის გაადვილებას.

პრეპარატის მოქმედება იწყება გამოყენებიდან 2 წუთის განმავლობაში და გრძელდება 12 საათამდე  (მაგალითად, მთელი ღამის განმავლობაში).

პრეპარატი კარგად აიტანება ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის მქონე პაციენტების მიერ და არ აქვეითებს მუკოცილიარულ ფუნქციას. კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რომ ქსილომეტაზოლინი ამცირებს ადამიანის რინოვირუსის ინფექციურ აქტივობას, რომელიც ასოცირდება ჩვეულებრივ გაცივებასთან.

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივი გამოყენებისას ქსილომეტაზოლინი პრაქტიკულად არ შეიწოვება, სისხლის პლაზმაში ქსილომეტაზოლინის კონცენტრაცია იმდენად დაბალია, რომ პრაქტიკულა არ ვლინდება (სისხლის პლაზმაში კონცენტრაცია ახლოსაა განსაზღვრის ლიმიტთან).

ქსილომეტაზოლინს არ გააჩნია მუტაგენური თვისებები. გარდა ამისა, ცხოველებში ჩატარებული კვლევებით ქსილომეტაზოლინის ტერატოგენული მოქმედება გამოვლენილი არ არის.

 

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენება

ცხვირის დაცობის სიმპტომური მკურნალობა გაცივების, პოლინოზის, სხვა ალერგიული რინიტების, სინუსიტების დროს.

სეკრეტის გადინების გასაადვილებლად ცხვირის წიაღების დაავადებების დროს.

შუა ყურის ოტიტის დამხმარე თერაპია (ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპების მოსახსნელად).

რინოსკოპიის ჩატარების გასაადვილებლად.

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა ქსილომეტაზოლინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, მწვავე კორონარული დაავადებები, კორონარული ასთმა, ჰიპერთირეოზი, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ტრანსფენოიდური ჰიპოფიზექტომია და ანამნეზში თავის ტვინის გარსებზე ღია ქირურგიული ჩარევები, მშრალი რინიტი (rhinitis sicca) ან ატროფიული რინიტი. თანმხლები მკურნალობა მაო-ს ინჰიბიტორებით და მათი გამოყენების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.  

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები): ქსილომეტაზოლინს შეუძლია მოახდინოს მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების მოქმედების პოტენცირება და ჰიპერტენზიული კრიზის გამოწვევა. ქსილომეტაზოლინი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებიც იღებენ ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში იღებდნენ მაო-ს ინჰიბიტორებს.

ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები: ტრი- ან ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტების და სიმპათომიმეტური საშუალებების ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება გაძლიერდეს ქსილომეტაზოლინის სიმპათომიმეტური ეფექტი, ამიტომ ამ საშუალებების ერთდროულად გამოყენება რეკომენდებული არ არის. 

β-ბლოკერებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სპაზმი ან არტერიული წნევის დაქვეითება.  

 

გამოყენების თავისებურებები

მიზანშეწონილი არ არის პრეპარატის გამოყენება თანმიმდევრულად 10 დღეზე მეტი დროის განმავლობაში. ძალიან ხანგრძლივი ან ჭარბი რაოდენობით გამოყენება შეიძლება იწვევდეს ცხვირის დაცობის ან/და ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიის რეციდივი.

როგორც სხვა სიმპათომიმეტურები, პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ადრენერგულ საშუალებებზე ძლიერი რეაქციების მქონე პაციენტებში, რომლებიც ვლინდება უძილობის, თავბრუსხვევის, კანკალის, გულის არითმიების ან არტერიული წნევის მომატების სახით.

არ გადააჭარბოთ პრეპარატის რეკომენდებულ დოზას, განსაკუთრებით ბავშებისა და ხანდაზმული პირების მკურნალობისას. 

პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით ინიშნება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, არტერიული ჰიპერტენზიით, შაქრიანი დიაბეტით, ფეოქრომოციტომით, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით, ასევე პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა მაო-ს ინჰიბიტორებით და მათი მიღების შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში.

პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

 

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

სისხლძარღვების შემავიწროებელი პოტენციური მოქმედების გამო ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

ჩვილებზე ნებისმიერი არასასურველი გავლენის შესახებ მტკიცებულება არ არსებობს. უცნობია, გამოიყოფა თუ არა ქსილომეტაზოლინი დედის რძეში, ამიტომ საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, ხოლო ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

ფერტილობა

ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის შესახებ სათანადო მონაცემები არ არსებობს. ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის სისტემური ექსპოზიცია ძალიან დაბალია, ამიტომ ფერტილობაზე გავლენა უკიდურესად დაბალია.

 

ზემოქმედება რეაქციის სისწრაფის უნარზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ან სხვა მექანიზმების მართვისას

როგორც წესი, პრეპარატი არ მოქმედებს ან უმნიშვნელოდ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

გამოყენების წესი და დოზები

ევკაზოლინი აქვა, ნაზალური სპრეი, გამოიყენება მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:

თითო შესხურება ორივე ნესტოში მაქსიმუმ 3 ჯერ დღე-ღამეში, საჭროების მიხედვით. გამოიყენეთ არაუმეტეს 3 ჯერ დღე-ღამეში, ორივე ნესტოში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე და არ უნდა იყოს თანმიმდევრულად 10 დღეზე მეტი.

დოზირებული სპრეი უზრუნველყოფს დოზირების სიზუსტეს და ხსნარის სათანადო განაწილებას ცხვირის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე.

გამოყენებამდე დოზირების აპარატით უნდა განხორციელდებს რამდენიმე გაფრქვევა ჰაერში. შემდგომში, დოზირების აპარატი მზად იქნება დაუყოვნებლივ გამოყენებისთვის.

სპრეის გამოყენების წესი:

- ცხვირი კარგად გაიწმიდნეთ გამოყენებამდე;

- დაიჭირეთ ფლაკონი ვერტიკალურ მდგომარეობაში, ცერა თითით დაიჭირეთ ფლაკონის ძირი, ხოლო საფრქვევი მოათავსეთ  თითებს შორის;  

- ოდნავ დახარეთ ფლაკონი და მოათავსეთ საფრქვევი ნესტოში;

- ერთდროულად მოახდინეთ გაფრქვევა და მსუბუქად შეისუნთქეთ ცხვირით;

- გამოყენების შემდეგ, გაწმინდეთ და გააშვრეთ საფრქვევი და შემდეგ დაახურეთ ხუფი;

- დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის ერთი ფლაკონი უნდა გამოიყენოს მხოლოდ ერთმა ადამიანმა.

ბოლო გამოყენება რეკომენდებულია განხორციელდეს უშუალოდ ძილის წინ.

ბავშვები. პრეპარატი არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.   

 

დოზის გადაჭარბება

ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდის ჭარბი რაოდენობით ადგილობრივი გამოყენება ან მისი შემთხვევით მიღება შეიძლება იწვევდეს გამოხატულ თავბრუსხვევას, ოფლიანობას, სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვან დაქვეითებას, თავის ტკივილს, ბრადიკარდიას, არტერიულ ჰიპერტენზიას, სუნთქვის დათრგუნას, კომას და კრუნჩხვას. მომატებული არტერიული წნევა შეიძლება შეიცვალოს დაქვეითებული არტერიული წნევით. მცირე ასაკის ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან ტოქსიურობის მიმართ, ვიდრე მოზრდილები.

დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში ყველა პაციენტს უნდა დაენიშნოს შესაბამისი შემანარჩუნებელი ღონისძიებები, ასევე, თუ საჭიროა, გადაუდებელი სიმპტომური მკურნალობა სამედიცინო კონტროლის ქვეშ. სამედიცინო დახმარება უნდა ითვალისწინებდეს პაციენტზე დაკვირვებას რამდენიმე საათის განმავლობაში. გულის გაჩერებით მიმდინარე დოზის მძიმე გადაჭარბების შემთხვევაში რეანიმაციული ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 1 საათის განმავლობაში.

 

გვერდითი რეაქციები

იმუნური სისტემის მხრივ:

იშვიათი (<1/10000): ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით, გამონაყარო, ქავილი. 

ნერვული სისტემის მხრივ:

ხშირი (³1 / 100, <1/10): თავის ტკივილი.

მხედველობის ორგანოს მხრივ:

იშვიათი (<1/10000): მხედველობის დროებით დარღვევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:

იშვიათი (<1/10000): არარეგულარული ან გახშირებული გულისცემა.

სასუნთქი ორგანოების, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ:

ხშირი (³1 / 100, <1/10): სიმშრალე და დისკომფორტი ცხვირის ლორწოვანი გარსის მხრივ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:

ხშირი (³1 / 100, <1/10): გულისრევა.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილზე:

ხშირი (³1 / 100, <1/10): წვის შეგრძნება გაფრქვევის ადგილზე.

 

ვარგისობის ვადა. 2 წელი.

პრეპარატი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

შეფუთვა

10 გ ფლაკონში. 1 ფლაკონი კოლოფში.  

 

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

კომენტარის დამატება