Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » აიროვანი ემბოლია / airovani embolia

აიროვანი ემბოლია / airovani embolia

385

აიროვანი, ან ჰაერის ემბოლია ეს არის აირის, ან ჰაერის ბუშტუკი რომელიც იჭედება სისხლძარღვში და ბლოკავს მას. ამას შეუძლია გამოიწვიოს განსხვავებული სიმპტომები, რომელიც დამოკიდებულია დაბლოკილი სისხლძარღვის ადგილზე. ეს არის სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი მყვინთავებში.

აიროვანი ემბოლია შეიძლება განვითარდეს მაშინ, როცა აკვალანგით შემოსილი მყვინთავი სწრაფად მიცურავს წყლის ზედაპირისკენ, ნებისმიერი სიღრმიდან. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფილტვებიდან სისხლძარღვში აირის გაჟონვა (პულმონარული ბაროტრავმა), ან სისხლძარღვებში აზოტის ბუშტუკების ფორმირება (დეკომპრესიული დაავადება).

ემბოლია შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერ არტერიაში ან ვენაში. როდესაც არტერიაში მოძრავი აირის ბუშტუკი მიყვება სისხლის მიმართულებას, ის მოძრაობს სისხლძარღვთა სისტემაში, რომლებიც თანდათან ვიწროვდებიან, შესაბამისად რომელიღაც ადგილში აირის ბუშტუკმა შეიძლება დაბლოკოს წვრილი არტერია და ამით შეუწყვიტოს სისხლის მომარაგება სხეულის რომელიმე კონკრეტულ ნაწილს.

ვენებში არსებული ბუშტუკები მოძრაობენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში და შესაძლებელია გამოიწვიონ სუნთქვის გაძნელება, როდესაც მოხვდებიან ფილტვებში.

რამდენად სერიოზულია ეს მდგომარეობა?

სისხლძარღვის დახშობის სერიოზულობა დამოკიდებულია,იმაზე თუ სხეულის რა ნაწილს ამარაგებდა დაბლოკილი არტერია და აირის ბუშტუკის ზომაზე.

მაგალითად, როცა აიროვანი ემბოლია გვხვდება:

  • ტვინის მომმარაგებელ არტერიებში, შეიძლება გამოიწვიოს უეცარი გონების დაკარგვა, კრუნჩხვა, ან ინსულტი. ასევე შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა, თავბრუსხვევა და მეტყველების პრობლემები.
  • კორონარულ არტერიებში (გულისკენ მიმავალ არტერიებში) აიროვანმა ემბოლიამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეტევა, ან ანომალიური გულის რითმი.
  • ფილტვის არტერიები (ფილტვის ემბოლია) - პულმონარული ემბოლია.

ეს მდგომარეობები ძალიან სერიოზულია და შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მოხდა აიროვანი ემბოლიის იდენტიფიცირება და სასწრაფო მკურნალობა.

მკურნალობის მიუხედავადაც, იშვიათ შემთხვევებში, ზოგიერთი ადამიანი, რომელიც გადარჩება ამ მდგომარეობისგან, რჩება ტვინის სამუდამო დაზიანება.

გამაფრთხილებელი ნიშნები

ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია მყვინთავებზე დაკვირვება მათი კოლეგების და ზედამხედველებისმიერ, რადგან თუ აიროვანი, ან ჰაეროვანი ემბოლია განვითარდა აუცილებელია მისი დროულად აღმოჩენა დამკურნალობა.

აიროვანი ემბოლიის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • სახსრების, ან კუნთების ტკივილს
  • დაბალი არტერიული წნევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა
  • არარეგულარული გულისცემის სიხშირე
  • სუნთქვის შეკვრა და ჩქარი სუნთქვა
  • მხედველობის დაბინდვა
  • ტკივილი მკერდის არეში
  • უკიდურესი მღელვარების შეგრძნება და კანის ქავილი
  • კანის ღია მოლურჯო შეფერილობა (ციანოსი - cyanosis)
  • სისხლიანი ქაფი პირის ღრუდან
  • პარალიზი ან სისუსტე, სავარაუდოდ ერთ ან მეტ კიდურზე
  • კრუნჩხვები
  • გონების დაკარგვა.

თუ აკვალანგისტსწყლის ზედაპირზე ამოსვლიდან 10-დან 20 წუთის განმავლობაშიგანუვითარდება ეს სიმპტომები, შესაძლებელიამას განუვითარდა აიროვანი ემბოლია და დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ 100%-იანი ჟანგბადი და სასწრაფოდ გადაიყვანონ საავადმყოფოში, სასურველია იმ საავადმყოფოში, რომელსაც ექნება რეკომრესიული პალატა.

როგორია მკურნალობა?

თუ მყვინთავს განუვითარდა აიროვანი ემბოლია ერთადერთი ეფექტური მკურნალობა მაღალი წნევის კაბინაში (ჰიპერბარიულ კამერაში) სასწრაფო რეკომპრესიული მკურნალობაა.

მყვინთავი უნდა დააწვინონ ჰორიზონტალურად და მიაწოდონ 100%-იანი (სუფთა) ჯანგბადი,სანამ მიაღწევენ მაღალი წნევის კამერამდე (პალატამდე).

რეკომპრესიული მკურნალობა გულისხმობს,რამდენიმე საათის განმავლობაში პაციენტის წოლას მაღალი წნევის კაბინაში და მაღალი წნევის პირობებში სუნთქვას აირებისა და სუფთა ჯანგბადის ნაზავით.მაღალმა წნევამ შეიძლება აღადგინოს ქსოვილებში სისხლის ნორმალური დინება და ჯანგბადის მიწოდება სხეულის ქსოვილებში და ასევე შეამციროს აიროვანი ბუშტების ზომაც სხეულში.

დეკომპრესიული ავადმყოფოგის შემთხვევებში, წნევა აზოტის ბუშტუკებს აიძულებს დაიშალონ და გაიწოვონ სისხლის დინებაში.

რეკომპრესიის შემდეგ წნევა თანდათანობით უნდა შემცირდეს იმისთვის,რომ საშუალება მიეცეს აირებს სხეულიდან გამოვიდნენ ზიანის მიყენების გარეშე. ეს იქნება მიახლოებით ანალოგიური წყლის ზედაპირზე ნელი ამოსვლისა. მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, სიმპტომების სიმწვავის მიხედვით.

აიროვანი ემბოლიის პრევენცია

ყვინთვის დროს აირის, ან ჰაერის ემბოლიის ჩამოყალიბების პრევენციისთვის შესაძლებელია დაგეხმაროთ შემდეგი რჩევები:

  • შეამცირეთ ყვინთვის ხანგრძლივობა და სიღრმე
  • ზედაპირზე ამოსვლა დაიწყეთ ნელა და აუცილებლად ყოველთვის გააკეთეთ უსაფრთხოების შეჩერებები. ეს მოიაზრებს ზედაპირზე ამოსვლამდე გზაში რამდენიმეჯერ შეჩერებას.ეს საშუალებას მისცემს ქსოვილებში და სისხლძარღვებში რსებულ ნებისმიერ აირს ორგანიზმიდან გამოვიდეს დაზიანების გარეშე. გამოიყენეთ საყვინთი კომპიუტერი, ან საყვინთი ცხრილები და არ ჩაყვინთოთ განმეორებით, თუ დაარღვიეთ ამოსვლის წესი. ამ შემთხვევაში აღარ ჩაყვინთოთ, საკმარის დროს არ დაყოფთ ზედაპირზე
  • არ უნდა ჩაყვინთოთ თუ ხართ გაციებული,გახველებთ ან გაქვს მკერდის ინფექცია.
  • მოერიდეთ ძლიერ ფიზიკურ ვარჯიშს ჩაყვინთვამდე, ყვინთვისას და ამოყვინთვის შემდეგ
  • ჩაყვინთვამდე დარწმუნდით რომ ხართ კარგად ჰიდრირებული (გაქვთ დიდი რაოდენობით სითხეები დალეული)
  • თუ გეგმავთ რამდენიმე ჩაყვინთვას, ყვინთვებს შორის აუცილებლად გააკეთეთ საკმარისი ინტერვალები, რომ მისცეთ აზოტს ორგანიზმიდან გამოსვლის საშუალება
  • ყვინთვის შემდეგ დაიცადეთ 24 საათი, თუ აპირებთ ფრენას და მთაში, ან მაღალ სიმაღლეზე ასვლას.

თუ გაქვთ ემბოლიის ეჭვი, აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან მყვინთავ პროფესიონალ, რომელსაც შეეძლება შემდგომი დახმარების აღმოჩენა.

სხვა გამომწვევი მიზეზები

სხვა მიზეზებით გამოწვეული აიროვანი ემბოლია იშვიათია. თუმცა იშვიათადშეიძლება განვითარდეს ქირურგიული ოპერაციების, ან სხვა სამედიცინო პროცედურების დროს.

საავადმყოფოებში და ჯანმრთელობის ცენტრებში, აუცილებლად უნდა მოახდინონ ამის პრევენცია. მაგალითად:

  • ინექციებამდე ჰაერი შპრიცებიდან და ინტრავენური მილებიდან უნდა გამოდევნონ
  • კათეტერები და სხვა მილები სხეულში უნდა ჩადგეს და ამოიღონ, ისეთი უსაფრთხო მეთოდის გამოყენებით, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს სისხლძარღვებში ჰაერის მოხვედრის ალბათობას
  • პაციენტების დაკვირვება უნდა ხდებოდეს ყურადღებით, რომ ექიმი დარწმუნდეს, რომ არ ფორმირდება აირის ბუშტუკები სისხლძარღვებში ქირურგიუი ოპერაციის დროს.

ქირურგიული ოპერაციის, ანესთეზიის, ან სხვა სამედიცინო პროცედურების ჩატარების დროს გამოწვეული აიროვანი ემბოლიის მკურნალობა შესაძლებელია ძალიან ძნელი აღმოჩნდეს. ამ შემთხვევებში მკურნალობა, როგორც წესი მოიცავს გულის, სისხლძარღვების და ფილტვებისთვის დახმარების აღმოჩენას. მაგალითად, ასეთ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი სითხეების გადასხმა სისხლის წნევის დავარდნის სამკურნალოდ და ჟანგბადის მიცემა, სისხლძარღვებში სხვა აირების რაოდენობის შესამცირებლად.

კომენტარის დამატება