Meds.ge » ყველა წამალი » დოქსენი / doqseni / Doxen

დოქსენი / doqseni / Doxen

61

1. რა არის დოქსენი და რისთვის გამოიყენება.  

ამ მედიკამენტის დასახელებაა დოქსენი. ეს არის სუბსტანცია, რომელიც მიიღება უთხოვრის ხის თესლებისგან. მისი გენერიკული დასახელებაა დოცეტაქსელი. დოცეტაქსელი მიეკუთვნება კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების ჯგუფს - ტაქსოიდებს. 

დოქსენი თქვენმა ექიმმა დანიშნა ძუძუს კიბოს, ფილტვის კიბოს სპეციალური ფორმების (ფილტვის არაწვრილუჯრედოვანი კიბო), და პროსტატის კიბოს სამკურნალოდ:

 

- ძუძუს შორსწასული კიბოს სამკურნალოდ დოქსენის გამოყენება შეიძლება მონოთერაპიის სახით ან კომბინაციაში დოქსორუბიცინტან ან ტრასტუზუმაბთან ან კაპეციტაბინთან.  

- ძუძუს კიბოს მკურნალობისთვის ადრეულ სტადიაზე დოქსენის გამოყენება შეიძლება დოქსორუბიცინთან ან ციკლოფოსფამიდთან კომბინაციაში

- ფილტვის კიბოს სამკურნალოდ დოქსენი უნდა გამოიყენონ მონოთერაპიის სახით ან ცისპლატინთან კომბინაციაში. 

- პროსტატის კიბოს მკურნალობისთვის დოქსენი გამოიყენება პრედნიზონთან ან პრედნიზოლონთან კომბინაციაში. 

 

2. რა უნდა იცოდეთ დოქსენის გამოყენებამდე  

დოქსენი არ უნდა მიიღოთ

• თუ ალერგიული ხართ (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) დოცეტაქსელის ან დოქსენის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ. 

• სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ძალიან დაბალია. 

• გაქვთ ღვიძლის მწვავე დაავადება. 

 

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ დოქსენის მიღებისას

დოქსენით ყოველ მკურნალობამდე ჩაგიტარდებათ სისხლის ტესტირება რათა შემოწმდეს გაქვთ თუ არა საკმარისი რაოდენობით სისხლის უჯრედები და ღვიძლის საკმარისი ფუნქციები, შეიძლება აღგენიშნებოდეთ ამასთან დაკავშირებული ცხელება ან ინფექციები. 

 

დოქსენის ნებისმირ მიღებამდე ერთი დღით ადრე გთხოვენ მიიღოთ პრემედიკაცია, ორალური კორტიკოსტეროიდის სახით, როგორიცაა დექსამეთაზონი, მისი მიღება უნდა განაგრძოთ ამის შემდეგ ერთი ან ორი დღის განმავლობაში ზოგიერთი არასასურველი ეფექტის ასაცილებლად, რომელიც შეიძლება განვითარდეს დოქსენის ინფუზიის შემდეგ, განსაკუთრებით როგორიცაა ალერგიული რეაქციები და სითხის რეტენცია (ხელების, ტერფების, ფეხების შეშუპება ან წონაში მატება). 

მკურნალობის განმავლობაში შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტებიც სისხლის უჯრედების რაოდენობის შენარჩუნებისთვის. 

 

სხვა მედიკამენტების მიღება  

გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან საავადმყოფოს ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო დროს მიღებული გაქვთ სხვა მედიკამენტი, რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით. ეს საჭიროა რადგან დოქსენმა ან სხვა მედიკამენტმა შეიძლება მოსალოდნელი ეფექტი არ მოგცეთ ან შეიძლება განვითარდეს გვერდითი ეფექტი. 

 

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევა კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  

დოქსენი,არ უნდა გამოიყენოთ ორსულობის დროს თუ ამას არ გადაწყვეტს ექიმი. 

 

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს არ უნდა დაორსულდეთ და უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი, რადგან დოქსენი, შეიძლება საზინო იყოს ბავშვისთვის. თუ მკურნალობის დროს დაორსულდებით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. 

 

ძუძუთი კვების დროს დოქსენით არ უნდა იმკურნალოთ. 

თუ ხართ მამაკაცი და დოქსენით მკურნალობთ გირჩევენ, რომ მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში ჩასახვისგან თავი შეიკავოთ და მკურნალობამდე გაიაროთ კონსულტაცია სპერმის კონსერვაციასთან დაკავშუირებით, რადგან დოცეტაქსელმა შეიძლება იმოქმედოს მამაკაცის ფერტილობაზე. 

 

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

არ არსებობს მიზეზი, რომლის გამოც დოქსენის კურსის დროს (მიღებისას) ავტომობილის მართვისგან თავი უნდა შეიკავოთ, იმ შემთხვევის გარდა როდესაც გრძნობთ თავბრუსხვევას და საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ. 

 

3. როგორ გამოიყენება დოქსენი

დოქსენს დაგინიშნავთ თქვენი ექიმი. 

 

ჩვეული დოზა

დოზა დამოკიებული იქნება წონაზე და ზოგად მდგომარეობაზე. ექიმი გამოთქლის თქვენი სხეულის ზედაპირის ფართობს კვადრატულ მეტრებში (მ2) და განსაზღვრავს საჭირო დოზას. 

 

მიღების მეთოდი

დოქსენის მიღება მოხდება ვენაში ინფუზიით (ინტრავენურად). ინფუზია დაახლოებით გაგრძელდება ერთი საათი და გაკეთდება საავადმყოფოში. 

მიღების სიხშირე 

ინფუზია ჩვეულებრივ ჩაგიტარდებათ 3 კვირაში ერთხელ. 

ექიმმა შეიძლება შეცავლოს დოზა და მიღების სიხშირე, სისხლის ანალიზის, ზოგადი მდგომარეობის და დოქსენზე პასუხის მიხედვით. 

აცნობეთ ექიმს, განსაკუთრებით, დიარეის, პირის სიმშრალის, დაბუჟების, ჩხვლეტის და ჩქმეტის შეგრძნების, ცხელების შემთხვევაში და მიაწოეთ მას თქვენი სისხლის ანალიზის შედეგები. 

ამგვარი ინფორმაცია მას საშუალებს მისცემს გადაწყვიტოს საჭიროა თუ არა დოზის შემცირება. ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს ფარამცევტს.

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტმა, დოქსენმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 

თქვენი ექიმი განიხილავს მათ თქვენთან ერთად და განგიმარტავთ პოტენციურ რისკებს და მკურნალობის სარგებელს.  

მხოლოდ დოქსენის გამოყენებისას ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი ეფექტებია: სისხლის წითელი ან თეთრი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება, ალოპეცია, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა და დაღლილობა. 

 

დოქსენის გვერდითი მოვლენების სიმწვავე შეიძლება გაიზარდოს როდესაც მისი გამოყენება ხდება სხვა ქიმიოთერაპიულ აგენტებთან ერთად. 

 

საავადმყოფოში ინფუზიის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი ალერგიული რეაქციები (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში)

• ალები, კანის რეაქციები, ქავილი

• გულმკერდში შებოჭილობა, სუნთქვის გაძნელება

• ცხელება ან წვა

• ზურგის ტკივილი

• სისხლის დაბალი წნევა. 

 

შეიძლება განვითარდეს უფრო მწვავე რეაქციები 

 

საავადმყოფოს პერსონალი მკურნალობის დროს ინტენსიურად დააკვირდება თქვენს მგომარეობას. დაუყოვნებლივ აცნობეთ მათ თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს. 

 

დოქსენის ინფუზიებს შორის შეიძლება განვითარდეს შემდეგი რეაქციები და მათი სიხშირე შეიძლება ვარირებდეს მიღებული მედიკამენტების მიხედვით: 

 

ძალიან ხშირი (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში):

• ინფექციები, სისხლის წითელი (ანემია) ან თეთრი უჯრედების (რომლებიც მნიშვნელოვანია ინფექციებთან ბრძოლისთვის) და თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

• ცხელება: ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს

• ალერგიული რეაქციები რაც აღწერილია ზემოთ

• მადის დაკარგვა (ანორექსია)

• უძილობა

• სახსრებში და კუნთებში დაბუჟების, ჩხვლეტის და ჩქმეტის შეგრძნება

• თავის ტკივილი

• გემოს შეგრძნების დარღვევა

• თვალის ანთება ან მომატებული ცრემლდენა

• ლიმფური დრენაჟის დარღვევის გამო გამოწვეული შეშუპება

• სუნთქვის უკმარისობა

• ცხვირიდან გამონადენი, ყელის და ცხვირის ანთება; ხველა

• ცხვირიდან სისხლდენა

• პირის ღრუში წყლუები

• კუჭის მხრივ დარღვევები, გულისრევის, ღებინების, დიარეის ჩათვლით, ყაბზობა

• მუცლის ტკივილი

• საჭმლის მონელების დარღვევა

• ხანმოკლე თვმის ცვენა (უმრავლეს შემთხვევებში აღდგება თმის ნორმალური ზრდა)

• ხელის და ფეხის გულების სიწითლე და შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანის აქერცვლა (აგრეთვე შეიძლება განვითარდეს ხელების, სახის ან სხეულის მიდამოში)

• ფრჩხილების ფერის ცვლილება, რომლებიც შეიძლება მოძვრეს

• კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი, ზურგის ან ძვლის ტკივილი 

• მენსტრუალური ციკლის შეცვლა ან არ არსებობა

• ხელების, ტერფების, ფეხების შეშუპება

• დაღლილობა ან გრიპის მსგავსი სიმპტომები

• წონაში მატება ან კლება. 

 

ხშირი (აღინიშნება 10-იდან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში): 

• ორალური კანდიდოზი

• დეჰიდრატაცია

• თავბრუსხვევა

• სმენის დარღვევა

• სისხლის წნევის დაქვეითება; არარეგულარული ან სწრაფი გულისცემა

• გულის უკმარისობა

• ეზოფაგიტი

• პირის სიმშრალე

• ყლაპვის გაძნელება ან ყლაპვის დროს ტკივილი

• ჰემორაგია

• ღვიძლის ენზიმების მომატება (აქედან გამომდინარე საჭიროა სისხლის რეგულარული ტესტირება)

 

ნაკლება ხშირი (აღინიშნება 1000-დან 1-ზე მეტ, მაგრამ 100-იდან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში): 

• გულის წასვლა

• ინექციის ადგილზე კანის რეაქციები, ფლებიტი (ვენის ანთება) ან შეშუპება

• მსხვილი და წვრილი ნაწლავის ანთება, ინტესტინური პერფორაცია

• სისხლის თრომბები. 

გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, საავადმყოფოს ფარმაცევტს ან ექთანს. 

 

5. როგორ ინახება დოქსენი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 

დოქსენის  მიღება არ შეიძლება კოლოფზე და ფლაკონებზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.  

არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ან 2°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. 

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცვისთვის.   

ფლაკონის პირველი გახნის შემდეგ პროდუქტი უნდა გამოიყენონ დაუყოვნებლივ. 

 

მომზადების შემდეგ

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, მომზადებული ან განსაზავებელი ხსნარი უნდა გამოიყენონ მომზაებისთანავე. 

თუ დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, შენახვა არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა, 2-8ოჩ ტემპერატურაზე. სანამ არ მოხდება მომზადება ვალიდური და ასეპტიკურ პირობებში, დრომ არ უნდა გადააჭარბოს ფიზიოქიმიური სტაბილურობის ვადას. 

განსაზავებელი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლენილია 8 საათის განმავლობაში 2°ჩ და 8°ჩ-ზე ან  25°ჩ–ზე დაბალ, ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას.

 

საინფუზიო ხსნარი

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით გლუკოზის 5%-იან ან NაჩI 0,9%-იან ხსნართანგ ანზავების შემდეგ საინფუზიო ხსნარის გამოყენება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ. თუ დაუყოვნებლივ გამოყენება არ ხდება, შენახვა მომხმარებლის პასუხისმგებლობაა 2-8ოჩ ტემპერატურაზე სანამ არ მოხდება მომზადება ვალიდური და ასეპტიკურ პირობებში, დრომ არ უნდა გადააჭარბოს ფიზიოქიმიური სტაბილურობის ვადას. 

განსაზავებელი ხსნარის ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა გამოვლენილია 4 საათის განმავლობაში 25°ჩ –ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას

 

6. დამატებითი ინფორმაცია  

რას შეიცავს დოქსენის კონცენტრატის ფლაკონი: 

- აქტიური ნივთიერებაა დოცეტაქსელი. დოქსენისკონცენტრატის ყოველი ფლაკონი შეიცავს 80მგ/2მლ დოცეტაქსელს. კონენტრატის ყოველი მლ შეიცავს 40მგ დოცეტაქსელს. 

- სხვა ინგრედიენტებია პოლისორბატი 80 და ლიმონმჟავა. 

 

რას შეიცავს გამხსნელის ფლაკონი: 

გამხსნელის ყოველი ფლაკონი შეიცავს 6მლ 12% უწყლო ეთანოლის ხსნარს საინექციო წყალში განზავებულს (13% წ/წ 95%-იანი ეთანოლის ექვივალენტური). 

 

დოქსენის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა 

დოქსენი 80მგ/2მლ კონცენტრატი საინფუზიო ხსნარის მოსამსზადებლად არის გამჭვირვალე, ყვითელი ან ყავისფერი-ყვითელი ხსნარი. 

 

ყოველი კოლოფი შეიცავს: 

• ერთი ერთჯეარდ დოზიანი ფლაკონი კონცენტრატით და

• ერთი ერთჯერად დოზიანი ფლაკონი გამხსნელით

კომენტარის დამატება