Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ბოუენის დაავადება / bouenis daavadeba

ბოუენის დაავადება / bouenis daavadeba

214

ბოუენის დაავადება კანის კიბოს ძალიან ადრეული ფორმაა და ადვილად იკურნება. მისი მთავარი ნიშანი წითელი, ქერცლიანი ადგილებია კანზე.

კანის ყველაზე გარეთა შრეს ბრტყელი უჯრედები ქმნიან. ბოუენის დაავადებას “ბრტყელუჯრედოვან კარცინომა ინ სიტუ”-საც (squamous cell carcinoma in situ) უწოდებენ, რადგან კიბოს უჯრედები მხოლოდ კანის ზედა შრეში არიან.

ზოგჯერ, კიბოს უჯრედები კანის ზედაპირზე ვრცელდებია, მაგრამ ეს ძალიან ნელი პროცესია და მდგომარეობა წლობით შეიძლება არ შეიცვალოს.

იშვიათად (პაციენტების 3-5%ს) ბოუენის დაავადება კანის უფრო ღრმა ფენებშიც ვრცელდება და კანის კიბოს სხვა სახეობაში გადაიზრდება. თუმცა, ეს ხდება მხოლოდ მაშინ, თუ მას ყურადღებას არ მიაქცევენ ან დიაგნოზს დროულად არ დასვამენ.

საჭიროა სწორი დიაგნოზის დასმა, რადგან ბოუენის დაავადება ჰგავს სხვა დაავადებებს, როგორიცაა ფსორიაზი (psoriasis) და ეგზემა.

აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ კანზე წითელი, ქერცლიანი ადგილები გაგიჩნდებათ. ექიმი აუცილებლად დერმატოლოგთან გაგგზავნით, რათა გაარკვიონ რა იწვევს ცვლილებებს თქვენს კანში.

კანის რომელ ნაწილს აზიანებს?

ბოუენის დაავადება სხეულზე ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს, განსაკუთრებით ტანზე, მკლავებზე და ფეხებზე.

ასაკოვან ქალებს, ყველაზე ხშირად ფეხის ქვევითა ნაწილზე ემართებათ (ქვევით ნახეთ ‘ვინ  ავადდება ყველაზე ხშირად’).

ზოგჯერ გენიტალიებიც შეიძლება მოიცვას, ან მამაკაცებში სასქესო ასოც (პენისი). ბოუენის დაავადების ამ ტიპს ბოუენოიდური პაპულოზი ეწოდება.

სიმპტომები

ბოუენის დაავადების დროს კანზე წითელი, ქერცლიანი 1-3 სმ დიამეტრის ადგილები ჩნდება, ეომლებსაც შეიძლება ახასიათებდეს ქავილიც. დაზიანებული კანი შეიძლება იყოს წითელი და მტკივნეული, ასვე შეიძლება ახასიათებდეს სისხლდენა და ჰქონდეს ქერქის მაგვარი ზედაპირი.

ბოუენოიდური პაპულოზის დროს საზარდულის გარშემო ყავისფერი ქერცლიანი უბნები რჩება.

ვინ ავადდება

ბოუენის დაავადება ქალებში უფრო ხშირია ვიდრე კაცებში და უმეტესწილად ასაკოვან ხალხს, 70-80 წლის ასაკში ემართება. ის უფრო იმ ადამიანებს ემართებათ ვისაც მზეზე დიდხანს უწევთ ყოფნა (ერთერთი მთავარი მიზეზი), განსაკუთრებით ღია კანი ვისაც აქვს.

ადამიანები, რომლებიც იმუნოსუპრესანტებს იღებენ (ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ) ბოუენის დაავადების განვითარების უფრო დიდი შანსი აქვთ.

გამომწვევი მიზეზები

უმეტეს შემთხვევაში ბოუენის დაავადების გამომწვევი მიზეზები უცნობია. იგი არაა გადამდები და მემკვიდრეობით არ გადაეცემა. თუმცა, ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს მისი განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ.

უმეტესწილად მისი გამომწვევი მიზეზი დიდხანს მზეზე ყოფნაა. თუმცა ეს მისი გამომწვევი მთავარი მიზეზი არაა. ბოუენის დაავადება იმ ადგილებშიც ჩნდება სადაც კანს მზე საერთოდ არ ხვდება.

ბოუენის დაავადების განვითარების რისკი იზრდება რადიოთერაპიით ასხივების შედეგად. იშვიათად დარიშხანიც შეიძლება გახდეს მისი გამომწვევი მიზეზი.

ბოუენოიდური პაპულოზი (რომელიც ვლინდება გენიტალიებზე) შეიძლება გამოიწვიოს იგივე ადამიანის პაპილომა ვირუსმა, რაც იწვევს მეჭეჭებს გენიტალიებზე.

როგორ ვუმკურნალოთ

მკურნალობის ბევრი მეთოდი არსებობს. თქვენი დერმატოლოგი მკურნალობის კურსს დაზიანებული ადგილის, ზომის, სისქის და ლაქების რაოდენობის მიხედვით დაგინიშნავთ.

დერმატოლოგი გაითვალისწინებს თუ რამდენად კარგად შეიძლება შეხორცდეს კანი მკურნალობის შემდეგ - მაგალითად, ქვედა კიდურებზე კანი მჭირდო, სუსტი და ძნელად შეხორცებადია.

მკურნალობის სახეობები:

  • კრიოთერაპია - თხევად აზოტს დაზიანებულ ადგილას ასხავენ მოყინვის მიზნით.  პროცედურა მტკივნეული შეიძლება იყოს და რამდენიმე დღე კანზე უსიამოვნო შეგრძნება შეიძლება დაგრჩეთ. პროცედურის შემდეგ, იმ ადგილას შეიძლება კანზე ბებერა გაჩნდეს და გასკდეს. მკურნალობის შემდეგ დაზიანებული ადგილი აიქერცლება და რამდენიმე კვირაში სრულიად მოძვრება დაზიანებული კანი სხეულს.
  • იმიქვიმოდის (Imiquimod) კრემი ან ქიმიოთერაპიის კრემი, როგორიცაა 5-ფლუროურაცილის (fluorouracil) კრემი - გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ კრემს დაზიანებულ ადგილზე უსმევენ. გამომჯობინებამდე კანზე შეიძლება ანთების ნიშნები გქონდეთ და ის ადგილი გაწითlდეს. წაიკითხეთ მეტი იმიქუიმოდის კრემზე (Read more about imiquimod cream).
  • კურეტაჟი და მოწვა  - დაზიანებულ ადგილს ადგილობრივად აყუჩებენ და შემდეგ ამ ადგილს აფხიკავენ. სითბო ან ელექტროობა გამოიყენება სისხლდენის შესაჩერებლად. რამდენიმე კვირაში კანი ბოლომდე აიქერცლება და შეხორცდება.
  • ფოტოდინამიური თერაპია -  დაზიანებულ ადგილზე სინათლეზე მგრძნობიარე კრემს უსმევენ და 4-6 საათის შემდეგ იმ ადგილას ლაზერის სხივებით პათოლოგიურ უჯრედებს კლავენ. ეს პროცედურა 20-45 წუთი გრძელდება. სპეციალურ საფენებს იყენებენ, რომ ნამკურნალევი არე სინათლისგან დაიცვან. თქვენ შეიძლება ერთზე მეტი პროცედურა დაგჭირდეთ.
  • ოპერაცია - დაზიანებულ კანს ჭრიან სხეულიდან, ნაკერებიც კი შეიძლება გახდეს საჭირო. ეს მკურნალობის საუკეთესო მეთოდი არაა, თუკი დაზიანებული უბნები კანზე მრავლობითაა ან მათი დიამეტრი დიდია.

კითხეთ  თქვენს დერმატოლოგს, რომელი მკურნალობის მეთოდია თქვენთვის ყველაზე შესაფერისი. იშვიათ შემთხვევაში, დერმატოლოგმა შეიძლება გირჩიოთ, რომ უბრალოდ დააკვირდეთ დაავადების მიმდინაორებას. ვინაიდან ბოუენის დაავადება ძალიან ნელა პროგრესირებს, მკურნალობის გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით, შეიძლება არც კი ღირდეს რომელიმე პროცედურის ჩატარება.

მკურნალობის შემდეგ კანის მოვლა

მკურნალობის შემდეგ, იმისთვის, რომ შეფასდეს შემდგომი მკურნალობის აუცილებლობა, შეიძლება საჭირო იყოს ექიმთან შემდგომი ვიზიტიც.

ოპერაციიდან ერთ-ორ კვირაში ექიმი ნაკერებს მოგხსნით.

თუ დაზიანებული ადგილიდან სისხლდენა გექნებათ ან მისი შესახედაობა შეიცვლება, ან გაჩნდა ახალი წამონაზარდი აუცილებლად, რაც შეიძლება სწრაფად მიდით მკურნალ ექიმთან. არ დაელოდოთ შემდეგ გეგმიურ ვიზიტს.

ყოველთვის დარწმუნდით, რომ დაზიანებული უბანი მზისგან დაცულია - ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი და გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი არანაკლებ 30  SPF-სა (მზისგან დამცავი ფაქტორი). წაიკითხეთ მეტი როგორ დავიცვათ თავი მზისგან (staying safe in the sun).

პროგნოზი

ბოუენის დაავადება ძალიან ნელა პროგრესირებს. ამას, შეიძლება თვები ან წლები დასჭირდეს. მკურნალობის ყველა მეთოდი წარმატებით მუშაობს და პაციენტების უმეტესობა იკურნება.

თუკი ბოუენის დაავადების დიაგნოზირება და მონიტორინგი არ მოხდება, ის შეიძლება კანის ბრტყელუჯრედოვან კიბოში გადაიზარდოს. ეს ყოველი 100-დან 3-5 ადამიანს ემართება. წაიკითხეთ მეტი კანის ბრტყრლუჯრედოვანი კიბოზე (squamous cell skin cancer).

კომენტარის დამატება